მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მობუქსირე ავტომობილის მძღოლს, ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ გზა მოყინულია?
1არა ეკრძალება
2ეკრძალება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ბუქსირება მოქნილი გადაბმით, როცა გზა მოყინულია.
# 556
სავალდებულოა თუ არა, ხისტი გადაბმით ბუქსირებისას, საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მართავდეს მძღოლი, როცა გადაბმის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე ტრანსპორტის ტრაექტორიით მიყოლას?
1სავალდებულოა
2არ არი სავალდებულო
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მძღოლი უნდა მართავდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოძრაობისას ხისტი გადაბმის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ტრაექტორიით მიყოლას.
# 566
ბუქსირება დასაშვებია:
1მოქნილი გადაბმით, როცა გზები მოყინულია
2ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი პასუხი არ არის სწორი
3მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლის ბუქსირება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია ბუქსირება: დ) მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლის ბუქსირება; ე) მოქნილი გადაბმით, როცა გზა მოყინულია.
# 570
სულ მცირე, რამდენი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი) უნდა დამაგრდეს დრეკად შემაერთებელ რგოლზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას?
1სამი
2ორი
3ოთხი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, გამაფრთხილებელი მოწყობილობა ან 200X200 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით. დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი).
# 561
ხისტი გადაბმით ბუქსირებისას მანძილი მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის უნდა შეადგენდეს არა უმეტეს:
15 მეტრს
26 მეტრს
34 მეტრს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის მანძილი მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას უნდა იყოს 4−6 მეტრი, ხოლო ხისტი გადაბმით ბუქსირებისას – არაუმეტეს 4 მეტრისა.
# 562
აკრძალულია ხისტი ან მოქნილი გადაბმით იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება, რომლის:
1საჭის მართვის მექანიზმი გაუმართავია
2საავარიო შუქსიგნალიზაცია გაუმართავია
3კვების სისტემის ჰერმეტულობა დარღვეულია
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ბუქსირება ხისტი ან მოქნილი გადაბმით, იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის საჭის მექანიზმი გაუმართავია.
# 707
მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:
1საკონტროლო პუნქტთან (პოლიციის ან საკარანტინო საგუშაგოსთან, სასაზღვრო ან დახურულ ზონაში შესასვლელებთან, ფასიან გზებზე გასასვლელებთან და ა.შ.) გაჩერების გარეშე გავლას
2საბაჟო გამშვებ პუნქტთან (საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა) გაუჩერებლად გავლას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.17.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.17.1 „საბაჟო გამშვები პუნქტი“ - კრძალავს საბაჟო გამშვებ პუნქტთან (საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა) გაუჩერებლად გავლას.
# 711
მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:
1საკონტროლო პუნქტთან (პოლიციის ან საკარანტინო საგუშაგოსთან, სასაზღვრო ან დახურულ ზონაში შესასვლელებთან, ფასიან გზებზე გასასვლელებთან და ა.შ.) გაუჩერებლად გავლას
2სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო
3ავტომობილებით შემდგომ მოძრაობას გზაზე არსებული საფრთხის გამო
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.17.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.17.3 „კონტროლი“ − კრძალავს საკონტროლო პუნქტთან (პოლიციის ან საკარანტინო საგუშაგოსთან, სასაზღვრო ან დახურულ ზონაში შესასვლელთან, ფასიან გზაზე გასასვლელთან და ა.შ.) გაუჩერებლად გავლას.
# 715
მოცემული საგზაო ნიშანი:
1კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას
2ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ მარცხნივ
3კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.18.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას.
# 723
მოცემული საგზაო ნიშანი:
1მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ნიშანზე მითითებული, ან მეტი (კმ/სთ) სიჩქარით
3კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით(კმ/სთ)
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.24 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით (კმ/სთ).
# 739
მოცემული საგზაო ნიშანი:
1კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების დგომას თვის ლუწ რიცხვებში
2კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების დგომას თვის კენტ რიცხვებში
3მიუთითებს სავალ ნაწილზე ორმაგი ღერძულა ხაზის არარსებობის შესახებ
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.30 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.30 „დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის ლუწ რიცხვებში.
# 753
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ნიშნის მოქმედების ზონაში მდებარე საწარმოს?
1მხოლოდ II და IV
2მხოლოდ III და IV
3მხოლოდ I და II
4მხოლოდ I და III
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ბ) 3.2–3.8 ნიშნებისა – სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახუ¬რება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.4 „სატვირთო მოძრაობა აკრძალულია”, 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა”, 3.5 „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია” და 3.26 „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია”.
# 755
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ან ეკუთვნის ნიშნის მოქმედების ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს?
1მხოლოდ II
2მხოლოდ I და IV
3მხოლოდ III და IV
4მხოლოდ II და IV
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ბ) 3.2–3.8 ნიშნებისა – სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახუ¬რება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა”, 3.4 „სატვირთო მოძრაობა აკრძალულია”, 3.19 „მობრუნება აკრძალულია” და 3.7 „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია”
# 757
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მართავს მნიშვნელოვნად გამოხატული, ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი, ან ტრანსპორტზე, რომელსაც გადაჰყავს აღნიშნული პირები?
1მხოლოდ II და IV
2მხოლოდ I და II
3მხოლოდ I და III
4მხოლოდ III და IV
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.დ) 3.2, 3.3, 3.28–3.30 ნიშნებისა – იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირები გადაჰყავს. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.2 „მოძრაობა აკრძალულია”, 3.26 „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია”, 3.28 „დგომა აკრძალულია” და 3.20 „გასწრება აკრძალულია”.
# 759
მოცემული საგზაო ნიშნების მოქმედება ვრცელდება:
1სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი
2გზის იმ მხარეზე, რომელზედაც ისინია დადგმული
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „დ“ პუნქტის თანახმად 3.18.1 (მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია), 3.18.2 (მარცხნივ მოხვევა აკრძალულია) ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი.
# 761
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი?
1ყველას
2მხოლოდ III და IV
3მხოლოდ II
4მხოლოდ I
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „დ“ პუნქტის თანახმად 3.18.1, 3.18.2 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი. ამავე დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.1-4.1.6 პუნქტების შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ბ) 4.1.1-4.1.6 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია: 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“, 4.1.4 „მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ”, 3.18.1 „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია“ და 4.1.5 „მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ”.
# 763
მოცემული საგზაო ნიშნების მოქმედება ვრცელდება:
1სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი
2გზის იმ მხარეზე, რომელზედაც ისინია დადგმული
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „ი“ პუნქტის თანახმად 3.10, 3.27–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც ისინია დადგმული. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია: 3.10 „ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია”, 3.27 „გაჩერება აკრძალულია” და 3.29 „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში”.
# 765
მოცემული საგზაო ნიშნების მოქმედება ვრცელდება:
1სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი
2ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არ არის გზაჯვარედინი - დასახლებული პუნქტის ბოლომდე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „ე“ პუნქტის თანახმად, 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე-ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია: 3.16 „მინიმალური დისტანციის შეზღუდვა”, 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” და 3.28 „დგომა აკრძალულია”.
# 767
დასახლებულ პუნქტში, თუ არ არის გზაჯვარედინი მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება ვრცელდება დასახლებული პუნქტის ბოლომდე?
1მხოლოდ III
2მხოლოდ II, III და IV
3მხოლოდ I და IV
4მხოლოდ I
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „ე“ პუნქტის თანახმად, 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე-ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია: 3.4 „სატვირთო მოძრაობა აკრძალულია”, 3.20 „გასწრება აკრძალულია”, 3.27 „გაჩერება აკრძალულია” და 3.30 „დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში”.