მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მობრუნება?
1ეკრძალება
2არ ეკრძალება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.5 პუნქტისა და 4.1.1-4.1.6 პუნქტების შენიშვნის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.5 „მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ” - რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას, ხოლო ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა.
# 1163
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1მხოლოდ მოტოციკლის მძღოლი
2ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი
3მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.2.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.2.2 „დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან“ - მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარცხნიდან შემოვლის მიმართულებას.
# 621
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აფრთხილებს მძღოლს წრიულმოძრაობიან გზაჯვარედინთან მიახლოების თაობაზე?
1მხოლოდ I და II
2მხოლოდ I და III
3მხოლოდ IV
4მხოლოდ II
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.8 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.8 „წრიულიმოძრაობიანი გადაკვეთა” - იძლევა გაფრთხილებას 4.3 „წრიული მოძრაობა” ნიშნით აღნიშნულ წრიულმოძრაობიან გზაჯვარედინთან მიახლოების თაობაზე.