ქვემოთ ჩამოთვლილი საგზაო პირობებიდან, რომელი უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას?
1მხოლოდ ატმოსფერული პირობები, აგრეთვე არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა
2ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა საგზაო პირობა
3მხოლოდ გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა
4მხოლოდ ადგილის რელიეფი და მოძრაობის ინტენსიურობა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი დაბრკოლების წინ, რომლის განჭვრეტაც მას შეუძლია, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.
# 1808
მოპედის კონსტრუქციული სიჩქარე :
1აღემატება 50 კმ/სთ–ს,მაგრამ არ აღემატება 75 კმ/სთ–ს
2აღემატება 45 კმ/სთ–ს,მაგრამ არ აღემატება 55 კმ/სთ–ს
3აღემატება 25 კმ/სთ–ს,მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ–ს