გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვის შემთხვევაში, მძღოლმა უნდა:
1გაზარდოს სიჩქარე, რათა დროულად გაიაროს აღნიშნული გზის მონაკვეთი
2გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
3გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვისას ან გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“, მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს ისეთი სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს.
# 814
გზაზე გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზეც დამაგრებულია საცნობი ნიშანი -„ბავშვების გადაყვანა“, მძღოლი ვალდებულია:
1გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და არ დაძრას იგი, სანამ აღნიშნული ავტობუსი არ გააგრძელებს მოძრაობას
2გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე შეძლებს გაჩერებას
3მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაიაროს შეუჩერებლივ
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვისას ან გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“, მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს ისეთი სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს.
# 815
ვალდებულია თუ არა გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, გზა დაუთმოს თეთრი ფერის ხელჯოხით მოძრავ უსინათლო ქვეითს, რომელიც კვეთს სავალ ნაწილს?
1არ არის ვალდებული
2ვალდებულია ყველა შემთხვევაში
3ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსინათლო ქვეითი მოძრაობს რეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საგზაო მოძრაობის ისეთი მონაწილეების მიმართ, როგორებიც არიან ქვეითები (განსაკუთრებით ბავშვები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და ველოსიპედისტები. მძღოლი ვალდებულია ყველა შემთხვევაში გზა დაუთმოს თეთრი ხელჯოხით ან გამყოლ-ძაღლთან ერთად მოძრავ უსინათლო ქვეითს.
# 1139
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს მოძრაობის მიმართულებას მხოლოდ პირდაპირ?
1მხოლოდ IV
2მხოლოდ I
3მხოლოდ II და IV
4მხოლოდ III
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.1 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.1 „მოძრაობა პირდაპირ“ რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას.
# 1141
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი რთავს მოძრაობის ნებას მხოლოდ მარჯვენა მიმართულებით?
1IV
2III
3I
4II
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.2 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.2 „მოძრაობა მარჯვნივ“ რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას.
# 1143
მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:
1ცალმხრივ მოძრაობიან გზას
2გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების შემოვლის მიმართულებას მხოლოდ მარჯვნიდან
3ცალმხრივმოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე გასვლას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.2.1 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.2.1 „დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან“ - მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარჯვნიდან შემოვლის მიმართულებას.
# 1146
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს დაბრკოლების გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების შემოვლის მიმართულებას მხოლოდ მარცხნიდან?
1II
2III
3IV
4I
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.2.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.2.2 „დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან“ - მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარცხნიდან შემოვლის მიმართულებას.
# 1148
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს მოძრაობის მიმართულებას მარჯვნივ ან მარცხნივ?
1I
2IV
3III
4II
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.6 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.6 „მოძრაობა მარჯვნივ ან მარცხნივ“ - რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას,
# 1169
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელის მოქმედების ზონაში არ არის აკრძალული მობრუნება?
1მხოლოდ II და IV
2მხოლოდ III და IV
3მხოლოდ I და III
4მხოლოდ II და III
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-7 თავის (საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები) 7.3.1 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის თანახმად, საგზაო ნიშანი 7.3.1 „მობრუნების ადგილი” - მიუთითებს მობრუნების ადგილზე. ნიშნები 7.3.1 და 7.3.2 იდგმება მობრუნების ადგილის წინ ან მის ზემოთ, ან წინასწარ 8.1.1 დაფით. ნიშნები მარცხნივ მოხვევის ნებას არ რთავს. ამავე დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.3 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.3 „მოძრაობა მარცხნივ” რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას, ხოლო ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა.
# 1798
სად შეიძლება ბარგის განთავსება მოპედზე?
1მოპედის საწვავის ავზზე
2მოპედის საბარგო ჩანთაში ან საბარგულზე
3მოპედის საჭის მარჯვენა და მარცხენა მხარეს თანაბრად გადანაწილებით
განმარტება მალე დაემატება
# 1805
აკრძალულია მოპედით იმ ტვირთის გადაზიდვა,რომელიც გადმოშვერილია გიგანეზე ან სიგრძეზე გაბარიტებს გარეთ