რომელი მიმართულებით არის აკრძალული სასწავლო ავტომობილის მოძრაობა,თუ საჭესთან ზის მოსწავლე?
1როგორც A , ასევე B მიმართულებით
2მხოლოდ B მიმართულებით
3მხოლოდ A მიმართულებით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია სასწავლო სვლა.
# 1137
აკრძალულია თუ არა სასწავლო ავტომობილის ისრის მიმართულებით მოძრაობა,თუ საჭესთან ზის მოსწავლე?
1არ არის აკრძალული
2აკრძალულია
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში აკრძალულია გამჭოლი მოძრაობა, სასწავლო სვლა და ჩართული ძრავათი დგომა; ამასთანავე, ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ.
# 1138
აკრძალულია თუ არა სასწავლო ავტომობილის ისრის მიმართულებით მოძრაობა,თუ საჭესთან ზის მოსწავლე?
1აკრძალულია
2არ არის აკრძალული
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია სასწავლო სვლა.