რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ყველა სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს 100 კმ/სთ სიჩქარით?
1მხოლოდ მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის მძღოლები
2მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისა და ავტობუსის მძღოლები
3მხოლოდ სატვირთო ავტომობილისა და ავტობუსის მძღოლები
4მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: დ) „C“ და „CE“ კატეგორიების, აგრეთვე „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა: დ.ა) ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით.
# 248
რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს „B“ კატეგორიის მაბუქსირებელი ავტომობილის მძღოლს დასახლებულ პუნქტში, გზის ამ მონაკვეთზე?
160 კმ/სთ სიჩქარით
290 კმ/სთ სიჩქარით
350 კმ/სთ სიჩქარით
470 კმ/სთ სიჩქარით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით.
# 251
ქვემოთ ჩამოთვლილი საგზაო პირობებიდან, რომელი უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას?
1ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა საგზაო პირობა
2მხოლოდ ადგილის რელიეფი და მოძრაობის ინტენსიურობა
3მხოლოდ ატმოსფერული პირობები, აგრეთვე არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა
4მხოლოდ გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი დაბრკოლების წინ, რომლის განჭვრეტაც მას შეუძლია, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.
# 540
რა მაქსიმალური სიჩქარით შეუძლია მოძრაობის გაგრძელება სატვირთო ავტომობილის მძღოლს,თუ ბუქსირება ხდება ხისტი გადაბმით?
180 კმ/სთ სიჩქარით
260 კმ/სთ სიჩქარით
350 კმ/სთ სიჩქარით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით.
# 1158
დაარღვევს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით 90 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში?
1არ დაარღვევს
2დაარღვევს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტებში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტებში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზეც შესაბამისი ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, თუ ის ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით.
# 243
რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილის მძღოლს ყვითელი ავტომობილის ბუქსირებისას დაუსახლებელ პუნქტში?
170 კმ/სთ სიჩქარით
250 კმ/სთ სიჩქარით
360 კმ/სთ სიჩქარით
490 კმ/სთ სიჩქარით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით.
# 380
რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში?
140 კმ/სთ სიჩქარით
260 კმ/სთ სიჩქარით
3არა უმეტეს იმ სიჩქარით, რომელიც მითითებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოს (უწყების) მიერ გაცემულ შეთანხმებაში
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს იმ სიჩქარით, რომელიც მითითებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოს (უწყების) მიერ გაცემულ შეთანხმებაში.
# 824
ხიდის, ესტაკადის, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში გავლამდე, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია:
1გზა დაუთმოს მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს
2ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
3დარწმუნდეს სატრანსპორტო საშუალების გავლის უსაფრთხოებაში
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ხიდის, ესტაკადის, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში ან სხვა მსგავს ადგილას გავლამდე ავტობუსის, სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია დარწმუნდეს სატრანსპორტო საშუალების გავლის უსაფრთხოებაში.
# 936
საცნობი ნიშანი „ავტომატარებელი“ უნდა ჩაირთოს:
1მხოლოდ ავტომატარებლის მოძრაობისას არასაკმარისი ხილვადობის პერიოდში
2ავტომატარებლის მოძრაობისას, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – მისი გაჩერებისა და დგომის პერიოდშიც
3მხოლოდ დღე-ღამის ბნელ დროს ავტომატარებლის მოძრაობისას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, საცნობი ნიშანი „ავტომატარებელი” უნდა ჩაირთოს ავტომატარებლის მოძრაობისას, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – მისი გაჩერებისა და დგომის პერიოდშიც.
# 972
დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიულ (მძიმეწონიანი) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ჩაირთოს:
1ახლო განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
2ნისლსაწინააღმდეგო ფარები
3შორი განათების ფარები
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა: გ) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას.
# 241
რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „D“ კატეგორიის ავტობუსის მძღოლს მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში?
160 კმ/სთ სიჩქარით
250 კმ/სთ სიჩქარით
390 კმ/სთ სიჩქარით
470 კმ/სთ სიჩქარით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში − არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. თუ დასახლებულ პუნქტში საგზაო პირობები იძლევა მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას, შესაბამისი საგზაო ნიშნის დადგმით მოძრაობის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს გზის ცალკეულ მონაკვეთებზე.
# 242
რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „D“ კატეგორიის ავტობუსის მძღოლს მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში?
190 კმ/სთ სიჩქარით
260 კმ/სთ სიჩქარით
380 კმ/სთ სიჩქარით
4110 კმ/სთ სიჩქარით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია „D“ და „DE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით.
# 493
დღის ნათელ დროს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა სავალდებულოა:
1სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის თანხვედრი მიმართულებით მოძრაობისას
2ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
3ნებისმიერ გზაზე, ძირითადი ნაკადის როგორც საპირისპიროდ, ასევე თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისას
4სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპიროდ მოძრაობისას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისას.
# 982
დღის ნათელ დროს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპიროდ მოძრაობისას ჩართული უნდა იყოს:
1მხოლოდ წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეები
2საავარიო შუქსიგნალიზაცია
3ახლო განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
4შორი განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა: ე) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისას.