თუ საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ მიანიშნებს ამის აუცილობლობაზე, შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემხვედრის გვერდის აქცევის დროს, სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ:
1300 მეტრის მანძილზე
2150 მეტრის მანძილზე
3200 მეტრის მანძილზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემდეგ შემთხვევებში: ბ) შემხვედრისთვის გვერდის აქცევის დროს, სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ 150 მეტრ მანძილზე, რათა ფარების შუქმა შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს თვალი არ მოსჭრას და მას მიეცეს მოძრაობის მშვიდად და უსაფრთხოდ გაგრძელების საშუალება, აგრეთვე უფრო შორ მანძილზე, თუ საპირისპირო მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ფარის/ფარების შუქის პერიოდული გადართვით მიანიშნებს ამის აუცილებლობაზე.
# 979
შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად ჩაირთოს ახლო განათების ფარები:
1როცა თავიდან უნდა იქნეს აცილებული სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ან გზის გასწვრივ გამავალი სანაოსნო ან სალიანდაგო გზით მოსარგებლეთა მხედველობის დაბინდვა
2თუ ხილვადობა 300 მეტრზე ნაკლებია
3საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემდეგ შემთხვევებში: გ) ნებისმიერ სხვა პირობებში, როცა თავიდან უნდა იქნეს აცილებული სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ან გზის გასწვრივ გამავალი სანაოსნო ან სალიანდაგო გზით მოსარგებლეთა მხედველობის დაბინდვა.
# 980
დღე-ღამის ბნელ დროს, დასახლებულ პუნქტში მოძრაობისას, თუ გზა საკმარისად არის განათებული:
1უნდა ჩაირთოს საგაბარიტო სინათლეები
2უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები
3უნდა ჩაირთოს შორი განათების ფარები
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემდეგ შემთხვევებში: ა) დასახლებულ პუნქტში, თუ გზა საკმარისად არის განათებული, და დაუსახლებელ პუნქტში, თუ სავალი ნაწილი თანაბრად არის განათებული და ეს განათება საკმარისია მძღოლისათვის საკმარის მანძილზე კარგი ხილვადობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე იმისათვის, რომ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები საკმარის მანძილზე ხედავდნენ მოცემულ სატრანსპორტო საშუალებას.
# 981
უკუსვლის მაშუქების ჩართვა ნებადართულია:
1ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა შემთხვევაში
2მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა სატრანსპორტო საშუალება ახორციელებს ან აპირებს უკუსვლით მოძრაობას
3მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა სატრანსპორტო საშუალება ამუხრუჭებს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, უკუსვლის მაშუქის ჩართვა ნებადართულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სატრანსპორტო საშუალება ახორციელებს ან აპირებს უკუსვლით მოძრაობას.
# 983
დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალებების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა:
1დასაშვებია, მხოლოდ სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებზე
2დასაშვებია
3დაუშვებელია
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან აღჭურვა დამატებითი სინათლეებით, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოცემულ მოთხოვნებს.
# 984
დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან მისი აღჭურვა დამატებითი სინათლეებით?
1დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით
2არ არის დასაშვები
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან აღჭურვა დამატებითი სინათლეებით, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოცემულ მოთხოვნებს.
# 986
დასახლებულ პუნქტში ფარა-პროჟექტორით და ფარა-მაძიებლით სარგებლობა შეუძლია:
1მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, ფარა-პროჟექტორითა და ფარა-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არ არის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. დასახლებულ პუნქტში ასეთი ფარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
# 988
სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება გაჩერდნენ ან იმყოფებოდნენ სადგომზე რაიმე სახის გარე სანათი ხელსაწყოების ჩაურთველად:
1მხოლოდ სავალი ნაწილის და მკვრივი საფარის მქონე გვერდულებს მიღმა
2მხოლოდ იმგვარად განათებულ გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების კარგად დანახვა (გარჩევა) შესაძლებელია საკმაო მანძილზე
3ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა მიუხედავად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაჩერდეს ან იმყოფებოდეს სადგომზე ნებისმიერი გარე სანათი ხელსაწყოს ჩაურთველად: ა) იმგვარად განათებულ გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების კარგად დანახვა (გარჩევა) შესაძლებელია საკმაო მანძილზე; ბ) სავალი ნაწილისა და მკვრივი საფრის მქონე გვერდულების მიღმა.
# 1306
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა შორი ნათების ფარები უნდა გამორთოს და ჩართოს ახლო ნათების ფარები:
1მხოლოდ შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გამოჩენისას
2ნებისმიერ შემთხვევაში, აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამორთოს შორი ნათების ფარები და ჩართოს ახლო ნათების ფარები.
# 1314
სატრანსპორტო საშუალების რომელი გარე სანათი ხელსაწყოების ჩართვა უზრუნველყოფს გზის უკეთეს ხილვადობას დღე-ღამის ბნელ დროს, ძლიერი თოვის პირობებში?
1ნისლსაწინააღმდეგო ფარები ახლო ნათების ფარებთან ერთად
2ნისლსაწინააღმდეგო ფარები შორი ნათების ფარებთან ერთად
3შორი ნათების ფარები
დღე-ღამის ბნელ დროს, ძლიერი თოვის პირობებში გზის უკეთეს ხილვადობის უზრუნველასაყოფად მიზანშეწონილია ნისლსაწინააღმდეგო ფარების ახლო ნათების ფარებთან ერთად ჩართვა.
# 538
აქვთ თუ არა უფლება ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებს, საკმარისი ადგილის არსებობისას შემოუარონ გაჩერებულ ან ნელა მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს მარჯვენა მხრიდან?
1აქვთ უფლება
2არ აქვთ უფლება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკმარისი ადგილის არსებობისას ველოსიპედისტსა და მოპედის მძღოლს შეუძლიათ გაჩერებულ ან დაბალი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს მარჯვენა მხრიდან შემოუარონ.
# 1725
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, ავტომობილის რომელი კვანძის გამართულობა უნდა შეამოწმოს მძღოლმა რეგულარულად?
1მხოლოდ საბურავების
2მხოლოდ გარე სანათი ხელსაწყოების
3მხოლოდ საჭის მართვის მექანიზმის
4ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა კვანძის
ავტომობილის მძღოლმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს როგორც საჭის მართვის მექანიზმის, ასევე საბურავების და გარე სანათი ხელსაწყოების გამართულობა.
# 1737
როგორ გავლენას ახდენს სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა?
1დისკებზე დიდი ოდენობის ჟანგის არსებობა გავლენას არ მოახდენს სამუხრუჭო სისტემის მუშაობაზე
2დადებითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი აუმჯობესებს ხახუნის ძალას დისკსა და ხუნდებს შორის
3უარყოფითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას
სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა ახდენს უარყოფით გავლენას, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას.