1მიუთითებს სავალ ნაწილზე ორმაგი ღერძულა ხაზის არარსებობის შესახებ
2კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების დგომას თვის ლუწ რიცხვებში
3კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების დგომას თვის კენტ რიცხვებში
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.30 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.30 „დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის ლუწ რიცხვებში.
# 753
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ნიშნის მოქმედების ზონაში მდებარე საწარმოს?
1მხოლოდ III და IV
2მხოლოდ II და IV
3მხოლოდ I და III
4მხოლოდ I და II
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ბ) 3.2–3.8 ნიშნებისა – სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახუ¬რება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.4 „სატვირთო მოძრაობა აკრძალულია”, 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა”, 3.5 „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია” და 3.26 „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია”.
# 755
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ან ეკუთვნის ნიშნის მოქმედების ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს?
1მხოლოდ I და IV
2მხოლოდ III და IV
3მხოლოდ II და IV
4მხოლოდ II
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ბ) 3.2–3.8 ნიშნებისა – სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახუ¬რება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა”, 3.4 „სატვირთო მოძრაობა აკრძალულია”, 3.19 „მობრუნება აკრძალულია” და 3.7 „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია”
# 757
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მართავს მნიშვნელოვნად გამოხატული, ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი, ან ტრანსპორტზე, რომელსაც გადაჰყავს აღნიშნული პირები?
1მხოლოდ III და IV
2მხოლოდ I და II
3მხოლოდ II და IV
4მხოლოდ I და III
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.დ) 3.2, 3.3, 3.28–3.30 ნიშნებისა – იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირები გადაჰყავს. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.2 „მოძრაობა აკრძალულია”, 3.26 „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია”, 3.28 „დგომა აკრძალულია” და 3.20 „გასწრება აკრძალულია”.
# 759
მოცემული საგზაო ნიშნების მოქმედება ვრცელდება:
1გზის იმ მხარეზე, რომელზედაც ისინია დადგმული
2სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „დ“ პუნქტის თანახმად 3.18.1 (მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია), 3.18.2 (მარცხნივ მოხვევა აკრძალულია) ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი.
# 761
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი?
1ყველას
2მხოლოდ II
3მხოლოდ III და IV
4მხოლოდ I
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „დ“ პუნქტის თანახმად 3.18.1, 3.18.2 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი. ამავე დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.1-4.1.6 პუნქტების შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ბ) 4.1.1-4.1.6 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია: 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“, 4.1.4 „მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ”, 3.18.1 „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია“ და 4.1.5 „მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ”.
# 763
მოცემული საგზაო ნიშნების მოქმედება ვრცელდება:
1სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი
2გზის იმ მხარეზე, რომელზედაც ისინია დადგმული
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „ი“ პუნქტის თანახმად 3.10, 3.27–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც ისინია დადგმული. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია: 3.10 „ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია”, 3.27 „გაჩერება აკრძალულია” და 3.29 „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში”.
# 765
მოცემული საგზაო ნიშნების მოქმედება ვრცელდება:
1სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი
2ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არ არის გზაჯვარედინი - დასახლებული პუნქტის ბოლომდე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „ე“ პუნქტის თანახმად, 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე-ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია: 3.16 „მინიმალური დისტანციის შეზღუდვა”, 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” და 3.28 „დგომა აკრძალულია”.
# 767
დასახლებულ პუნქტში, თუ არ არის გზაჯვარედინი მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება ვრცელდება დასახლებული პუნქტის ბოლომდე?
1მხოლოდ I და IV
2მხოლოდ III
3მხოლოდ I
4მხოლოდ II, III და IV
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „ე“ პუნქტის თანახმად, 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე-ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია: 3.4 „სატვირთო მოძრაობა აკრძალულია”, 3.20 „გასწრება აკრძალულია”, 3.27 „გაჩერება აკრძალულია” და 3.30 „დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში”.
# 558
ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას მგზავრთა გადაყვანა აკრძალულია:
1როგორც საბუქსირო ავტობუსითა და ტროლეიბუსით, ასევე საბუქსირო სატვირთო ავტომობილის ძარით
2მხოლოდ საბუქსირო სატვირთო ავტომობილის ძარით
3მხოლოდ საბუქსირო ტროლეიბუსით
4მხოლოდ საბუქსირო ავტობუსით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას აკრძალულია მგზავრის გადაყვანა საბუქსირო ავტობუსით, ტროლეიბუსითა და სატვირთო ავტომობილის ძარათი, ხოლო ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას – ადამიანის ყოფნა საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში, აგრეთვე მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ძარაზე.
# 695
მოცემული საგზაო ნიშანი:
1კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას, ნიშანზე აღნიშნულზე ნაკლები დისტანციით
2კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის ფაქტობრივი დატვირთვა რომელიმე ღერძზე აღემატება ნიშანზე აღნიშნულს
3კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე მითითებულს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.12 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.12 „ღერძზე დატვირთვის შეზღუდვა” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის ფაქტობრივი დატვირთვა რომელიმე ღერძზე აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.
# 701
მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:
1იმ სატრანსპორტო საშუალებით, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა გაბარიტული სიგრძე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს
2იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგანე აღემატება ნიშანზე აღნიშნულს
3სატრანსპორტო საშუალებებით ნიშანზე აღნიშნულზე ნაკლები დისტანციით მოძრაობას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.15 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.15 „სიგრძის შეზღუდვა” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრა¬ობას, რომელთა გაბარიტული სიგრძე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.
# 703
მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:
1ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებითა და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულს ნებადართული მაქსიმალური მასის ზღვარს
2სატვირთო ავტომობილების გაჩერებას და დგომას
3ტვირთის გადამზიდი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.4 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.4 „სატვირთო მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობებით მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულ ნებადართული მაქსიმალური მასის ზღვარს.
# 729
მოცემული საგზაო ნიშანი:
1აღნიშნავს საგზაო ნიშნის 3.22-ის (სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია) მოქმედების ზონის დასასრულს
2კრძალავს ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების გასწრებას
3აღნიშნავს საგზაო ნიშნის 3.20-ის (გასწრება აკრძალულია) მოქმედების ზონის დასასრულს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.23 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.23 „სატვირთო ავტომობილით გასწრების აკრძალვის დასასრული” -აღნიშნავს საგზაო ნიშნის 3.22-ის („სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია”) მოქმედების ზონის დასასრულს.
# 741
მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:
1ნებისმიერი სახის სატვირთო ავტომობილით მოძრაობას
2ნებისმიერი სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილით მოძრაობას
3იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც კანონმდებლობის თანახმად აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი საცნობი ნიშნით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.32 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.32 „სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი საცნობი ნიშნით.
# 743
მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:
1ფეთქებადი და ადვილადაალებადი ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი საცნობი ნიშნით
2ნებისმიერი სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.33 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.33 „ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს 19433-88 სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული 1.22–2.4, 3.1, 3.2, 5.2 კლასის ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აღნიშნული უნდა იყოს საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი”.
# 1180
მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:
1სატვირთო ავტომობილით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, მიუხედავად გასასწრები ტრანსპორტის სიჩქარისა
2მოცემული გზის მონაკვეთზე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებით მოძრაობას
33,5 ტონეზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავისა)
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.22 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.22 „სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია” - კრძალავს 3,5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა), აგრეთვე ტრაქტორით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა საჭაპანო ტრანსპორტისა და ველოსიპედისა).