რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ოპერეტიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?
1ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს
2მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი ფერის მოელვარე სპეციალური შუქური და ხმოვანი სიგნალებით ან/და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, აგრეთვე მათ მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც ჩართული აქვთ ახლო ნათების ფარები, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებულნი არიან გაანთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ.
# 960
რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალული არ არის:
1შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა
2რკინიგზის ლიანდაგის დისტანციის უფროსის ნებართვის გარეშე ნელმავალი მანქანის, რომლის სიჩქარე არ აღემატება 8 კმ/სთ და ტრაქტორის მარხილ-სათრეველას მოძრაობა
3გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით
4მასზე შეუჩერებლად გავლა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია: ა) საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით, გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა; ბ) შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა; დ) რკინიგზის ლიანდაგის დისტანციის უფროსის ნებართვის გარეშე ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების, რომლის სიჩქარე არ აღემატება 8 კმ/სთ, და ტრაქტორის მარხილ-სათრეველას მოძრაობა.