2გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს
3გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში
4ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების დგომა: ა) იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია; ბ) გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს; დ) ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან.
# 1253
აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მგზავრის ჩამოსმის მიზნით გაჩერდეს ისრით მითითებულ ადგილას?
1არ აქვს უფლება
2აქვს უფლება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.4 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.4 მთლიანი ყვითელი ხაზი აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია გაჩერება; გამოი¬ყენება დამოუკიდებლად ან 3.27 ნიშანთან ერთად; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან.
# 1263
მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს:
1მხოლოდ B ადგილას
2მხოლოდ A ადგილას
3არც A და ასევე არც B ადგილას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.4 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.4 მთლიანი ყვითელი ხაზი აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია გაჩერება; გამოი¬ყენება დამოუკიდებლად ან 3.27 ნიშანთან ერთად; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.27 პუნქტის და ამავე თავის შენიშვნის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ასევე დგომას. 3.27 ნიშნის გამოყენება შეიძლება 1.4 მონიშვნასთან, ხოლო 3.28 ნიშნისა – 1.10 მონიშვნასთან ერთად. ამასთანავე, ნიშნების მოქმედების ზონა მონიშვნის ხაზის სიგრძით განისაზღვრება.
# 1269
მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს:
1მხოლოდ B ადგილას
2როგორც A ადგილას, B ასევე ადგილას
3მხოლოდ A ადგილას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.ა“ და „ა.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე: ა.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს; ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია.
# 1029
სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა გამოიყენოს:
1სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებთან შედარებით უპირატესობის მოსაპოვებლად
2მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის.
# 1031
სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობისას) ჩართოს:
1ქვეითთა გადასასვლელზე მაღალი სიჩქარით გავლისას
2იმ ადგილას იძულებითი გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია
3გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია.
# 1036
იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია, მძღოლმა საავარიო გაჩერების ნიშანი ( ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას:
1როგორც საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული
2მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საავარიო შუქსიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული
3მხოლოდ საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, და იქ, სადაც, ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას.
# 1508
ოთხტაქტიანი ძრავის ტაქტებია:
1შეწოვა, შეკუმშვა, მუშა სვლა და გამოშვება
2უქმი სვლა, შეწოვა, მუშა სვლა და გამოშვება
3შეწოვა, შეკუმშვა, უქმი სვლა და მუშა სვლა
4შეწოვა, შეკუმშვა, უკუსვლა და გამოშვება
ოთხტაქტიანი ძრავის ტაქტებია: შეწოვა, შეკუმშვა, მუშა სვლა და გამოშვება.
# 1509
ჩამოთვალეთ ძრავის ტიპები ტაქტების რაოდენობის მიხედვით:
1ერთტაქტიანი და ოთხტაქტიანი
2ერთტაქტიანი, ორტაქტიანი და ოთხტაქტიანი
3ორტაქტიანი, სამტაქტიანი და ოთხტაქტიანი
4ორტაქტიანი და ოთხტაქტიანი
ძრავის ტიპები ტაქტების რაოდენობის მიხედვით არის ორტაქტიანი და ოთხტაქტიანი.
# 1510
რის მიხედვით კლასიფიცირდება სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები?
1სავალი ნაწილის, გაბარიტული ზომების, განათების სისტემის, საკიდი სისტემის მიხედვით
2ძრავის, ტრანსმისიის, გადაცემის, გაგრილების, გამოყენებული საწვავის მიხედვით
3დანიშნულების, სავალი ნაწილის, ჩარჩოს, ძრავის სიმძლავრის, ტრანსმისიის, წევითი ძალის მიხედვით
სასოფლო სამეურნეო ტრაქტორები კლასიფიცირდება დანიშნულების, სავალი ნაწილის, ჩარჩოს, ძრავის სიმძლავრის, ტრანსმისიის და წევითი ძალის მიხედვით.
# 1511
დანიშნულების მიხედვით როგორ კლასიფიცირდება ავტომობილები?
1ჩქაროსნული, ნელი სვლის, მძიმე და მსუბუქი
2სატრანსპორტო, სატვირთო და სპეციალური
3ჩქაროსნული და ნელი სვლის
4მძიმე და მსუბუქი
დანიშნულების მიხედვით ავტომობილები კლასიფიცირდება სატრანსპორტო, სატვირთო და სპეციალური.
# 1512
ჩამოთვალეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები:
1სასოფლო-სამეურნეო ტვირთების გადასატანი მისაბმელები, ცხოველების გადასაყვანი მისაბმელები, საკვების დაგასატანი მისაბმელები
2ერთღერძიანი მისაბმელები, ორღერძიანი მისაბმელები
3თვითმავალი მისაბმელები, თივის გადამტანი მისაბმელები, ცხოველების გადამყვანი მისაბმელები
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მისაბმელები და ნახევრადმისაბმელებია: სასფლო-სამეურნეო ტვირთების გადასატანი მისაბმელები, ცხოველების გადასაყვანი მისაბმელები, საკვების დაგასატანი მისაბმელები.
# 1513
რა ნიშნების მიხედვით კლასიფიცირდება შიგაწვის ძრავები?
1დანიშნულების, საწვავის წარმოქმნის, საწვავის ანთების, ტაქტების რაოდენობის, ცილინდრების რიცხვის, ცილინდრების განლაგების, გამოყენებული საწვავის ტიპის, გაგრილების სისტემის მიხედვით
2დანიშნულების, საწვავის სახეობის, ცილინდრების მორიგეობის, კუმშვის კამერის მოცულობის, დგუშების დიამეტრის, დგუშების რიცხვის მიხედვით
3კუმშვის კამერის მოცულობის, დგუშის სვლის, დგუშების რიცხვის, ცილინდრების რიცხვის, ცილინდრების განლაგების, სამუშაო პროცესის, სამუშაო ტაქტებისა და უქმი სვლების რიცხვების მიხედვით
შიგა წვის ძრავები კლასიფიცირდება დანიშნულების, საწვავის წარმოქმნის, საწვავის ანთების, ტაქტების რაოდენობის, ცილინდრების რიცხვის, ცილინდრების განლაგების, გამოყენებული საწვავის ტიპისა და გაგრილების სისტემის მიხედვით.
# 1514
რა ნაწილებისგან შესდგება მრუდმხარა ბარბაცა მექანიზმი?