თუ ხილვადობის ზონაში არ არის ქვეითთა გადასასვლელი ან გზაჯვარედინი, ქვეითის გზაზე გადასვლა ნებადართულია გზის სავალი ნაწილის ღერძის პერპენდიკულარულად, იმ მონაკვეთში, სადაც:
1გამყოფი ზოლია და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს
2არ არის გამყოფი ზოლი ან ღობურა და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ ხილვადობის ზონაში არ არის ქვეითთა გადასასვლელი ან გზაჯვარედინი, გზაზე გადასვლა ნებადართულია გზის სავალი ნაწილის ღერძის პერპენდიკულარულად, იმ მონაკვეთში, სადაც არ არის გამყოფი ზოლი ან ღობურა და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს.
# 513
აქვთ თუ არა უფლება საცხოვრებელ ზონაში მოძრავ ქვეითებს უსაფუძვლოდ შეაფერხონ თეთრი ავტომობილის მოძრაობა?
1აქვთ უფლება, ვინაიდან საცხოვრებელ ზონაში ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ
2არ აქვთ უფლება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, ქვეითმა უსაფუძვლოდ არ უნდა შეაფერხოს ტრანსპორტის მოძრაობა. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.21 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.21 „საცხოვრებელი ზონა“ - აღნიშნავს ტერიტორიას (ზონას) სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. ნიშანი იდგმება ასეთი საცხოვრებელი ზონის ყველა შესასვლელში.
# 515
საცხოვრებელ ზონაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს არაუმეტეს:
120 კმ/სთ სიჩქარით
240 კმ/სთ სიჩქარით
360 კმ/სთ სიჩქარით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში - არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, მძღოლი უნდა გადაადგილდეს არაუმეტეს 20კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.21 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.21 „საცხოვრებელი ზონა“ - აღნიშნავს ტერიტორიას (ზონას) სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. ნიშანი იდგმება ასეთი საცხოვრებელი ზონის ყველა შესასვლელში.
# 533
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ქმედების განხორციელება არ არის აკრძალული ქვეითთა ზონებად გამოცხადებულ ადგილებში და საცხოვრებელ ზონებში?
1ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამჭოლი მოძრაობა
2სასწავლო სვლა
3იმ ავტომობილით გადაადგილება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 120 კმ/სთ
4ჩართული ძრავით სატრანსპორტო საშუალების დგომა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში აკრძალულია გამჭოლი მოძრაობა, სასწავლო სვლა და ჩართული ძრავათი დგომა; ამასთანავე, ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ.
# 534
ქვეითთა ზონებად გამოცხადებულ ადგილებში და საცხოვრებელ ზონებში სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიმართ მოძრაობის უპირატესობა ენიჭებათ:
1ქვეითებს
2მძღოლებს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში აკრძალულია გამჭოლი მოძრაობა, სასწავლო სვლა და ჩართული ძრავათი დგომა; ამასთანავე, ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ.
# 619
მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან რომელი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში, რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელამდე, 150-300 მეტრის მანძილზე, გზის მარცხენა მხარეს?
1III
2II
3IV
4I
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „ა“, „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად: ა) 1.1 „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი” და 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი” ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე; ბ) 1.1 „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი”, 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი”, 1.10 „გასახსნელი ხიდი”, 1.11 „სანაპიროზე გასასვლელი”, 1.23 „ქვეითთა გადასასვლელი”, 1.24 „ბავშვები” და 1.26 „საგზაო სამუშაოები” ნიშნები მეორდება დაუსახლებელ პუნქტში, ხოლო 1.24 და 1.26 ნიშნები - დასახლებულ პუნქტშიც. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრის მანძილზე; ვ) 1.4.1-1.4.3„რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” ნიშნები იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 1.4.4-1.4.6 „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” ნიშნები - მარცხენა მხარეს. 1.4.1 და 1.4.4 ნიშნები იდგმება მოძრაობის მიმართულებით ძირითად და დუბლირებულ 1.1 ან 1.2 ნიშნებთან ერთად. ნიშნები 1.4.3 და 1.4.6 იდგმება მოძრაობის მიმართულებით განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშნებთან, ხოლო ნიშნები 1.4.2 და 1.4.5 - დამოუკიდებლად, თანაბარ დაშორებაზე ძირითად და განმეორებითი 1.1 ან 1.2 ნიშნებს შორის.
# 629
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აფრთხილებს ციცაბოაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე?
1III
2I
3II
4IV
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.15 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.15 „ციცაბო აღმართი”- იძლევა გაფრთხილებას ციცაბოაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე.
# 637
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება მარცხენა მხრიდან?
1II
2IV
3I
4III
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.21.1-1.21.3 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.21.1–1.21.3 „გზის შევიწროება” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება. 1.21.1 - ორივე მხრიდან; 1.21.2 - მარჯვნიდან; 1.21.3 - მარცხნიდან.
# 643
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელიც გადის პირუტყვის (საქონლის) სადგომთან, ფერმებთან ან/და პირუტყვის (საქონლის) მუდმივი გადარეკვის ადგილთან, სადაც მოსალოდნელია მათი სავალ ნაწილზე გამოჩენა?
1I
2III
3IV
4II
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.27 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.27 „პირუტყვის გადარეკვა” - გზის მონაკვეთი, რომელიც გადის პირუტყვის (საქონლის) სადგომთან, ფერმასთან ან/და პირუტყვის (საქონლის) მუდმივი გადარეკვის ადგილთან, სადაც მოსალოდნელია მისი სავალ ნაწილზე გამოჩენა.
# 623
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს სანაპიროზე ან წყალსაცავის ნაპირზე გასასვლელს?
1მხოლოდ III
2მხოლოდ I და IV
3მხოლოდ I და II
4მხოლოდ II
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.11 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.11 „სანაპიროზე გასასვლელი” - აღნიშნავს სანაპიროზე ან წყალსაცავის ნაპირზე გასასვლელს.
# 644
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ნაკრძალთან, სანადირო მეურნეობასთან, ტყის მასივთან გამავალ გზის მონაკვეთებს ან სხვა უბნებს, სადაც მოსალოდნელია გარეული ცხოველების გამოჩენა?
1IV
2II
3I
4III
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.28 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.28 „გარეული ცხოველები” - ნაკრძალთან, სანადირო მეურნეობასთან, ტყის მასივთან გამავალი გზის მონაკვეთიან სხვა უბანი, სადაც მოსალოდნელია გარეული ცხოველების გამოჩენა.
# 627
მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს სახიფათო მოსახვევებით?
1I
2IV
3II
4III
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.13.1 და 1.13.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.13.1, 1.13.2 „სახიფათო მოსახვევები” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს სახიფათო მოსახვევებით: 1.13.1 – პირველი მოსახვევით მარჯვნივ, 1.13.2 – პირველი მოსახვევით მარცხნივ.
# 1535
საერთაშორისო სტანდარტით ტრაქტორებს უტარდებათ:
1ყოველი ცვლის, პერიოდული და სეზონური ტექნიკური მომსახურება, აგრეთვე მიმდინარე რემონტი
2ყოველი ცვლის, პერიოდული და სეზონური ტექნიკური მომსახურება, მიმდინარე რემონტი და კაპიტალური რემონტი
3ყოველი ცვლის და სეზონური ტექნიკური მომსახურება, მიმდინარე რემონტი და კაპიტალური რემონტი
4პერიოდული და სეზონური ტექნიკური მომსახურება, მიმდინარე რემონტი და კაპიტალური რემონტი
საერთაშორისო სტანდარტით ტრაქტორებს უტარდებათ ყოველი ცვლის, პერიოდული და სეზონური ტექნიკური მომსახურება, მიმდინარე რემონტი და კაპიტალური რემონტი.
# 1536
ღია არხების გაწმენდა წარმოებს:
1აქტიური და პასიური მუშა ორგანოებიანი არხსაწმენდი მანქანებით
2ფრეზული არხსაწმენდი მანქანებით
3უწყვეტი ქმედების არხსაწმენდი მანქანით
ღია არხების გაწმენდა წარმოებს აქტიური და პასიური მუშა ორგანოებიანი არხსაწმენდი მანქანებით.
# 1537
ღია არხების გაყვანა წარმოებს:
1მხოლოდ აქტიური და გუთნისებური არხსათხრელი მანქანებით
2მხოლოდ აქტიური და კომბინირებული მუშა ორგანოიანი არხსათხრელი მანქანებით
3როგორც აქტიური და კომბინირებული, ასევე გუთნისებური მუშა ორგანოიანი არხსათხრელი მანქანებით
ღია არხების გაყვანა წარმოებს როგორც აქტიური და კომბინირებული, ასევე გუთნისებური მუშა ორგანოიანი არხსათხრელი მანქანებით.
# 1538
უწყვეტი ქმედების არხსაწმენდი მანქანის ციცხვებს შორის მანძილი აიღება შემდეგ ზღვრებში:
10,4 მეტრიდან 0,6 მეტრამდე
20,6 მეტრიდან 1,0 მეტრამდე
30,2 მეტრიდან 0,4 მეტრამდე
უწყვეტი ქმედების არხსაწმენდი მანქანის ციცხვებს შორის მანძილი აიღება 0,2 მეტრიდან 0,4 მეტრამდე ზღვრებში.