სურათზე მითითებულ ადგილას, დაუსახლებელ პუნქტში, ავტომობილის გაჩერების შემთხვევაში მძღოლი:
1ვალდებულია ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და ავტომობილის უკან გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“
2ვალდებულია ავტომობილის უკან გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“
3არ არის ვალდებული ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და ავტომობილის უკან გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“
4ვალდებულია ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას დაუსახლებელ პუნქტში, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად: 1. საავარიო შუქური სიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს იმ ადგილას იძულებითი გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია; 2. საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი მხედველობის პირობებში - მოციმციმე წითელი ფანარი იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია და იქ, სადაც ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შესძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას.
# 356
სატრანსპორტო საშუალება იძულებით გაჩერებულად ითვლება, თუ:
1მოძრაობა შეწყვეტილია ტექნიკური გაუმართაობის გამო
2მოძრაობა წინასწარ განზრახულად შეწყვეტილია 5 წუთამდე
3მოძრაობა გამიზნულად შეწყვეტილია 5 წუთზე მეტი დროით, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას, ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-26 პუნქტის თანახმად იძულებით გაჩერება არის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური გაუმართაობის, გადასაზიდი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებით განპირობებული საფრთხის გამო.
# 569
საავარიო შუქსიგნალიზაციის არ არსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში, საბუქსირო მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს:
1სხვა საფრთხეების მაჩვენებელი ნიშანი
2საავარიო გაჩერების ნიშანი
3მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ნიშანი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მობუქსირე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს ახლო განათების ფარები, საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია, ხოლო მისი არარსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში ამ ტრანსპორტის უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს საავარიო გაჩერების ნიშანი.
# 964
საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია:
1მოძრაობის ზოლის შეუცვლელად შეანელოს სიჩქარე, გაჩერდეს და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. მოძრაობის აღდგენა დასაშვებია მხოლოდ მხედველობის სრულად აღდგენის შემდეგ
2ფარების შუქის პერიოდული გადართვით მიანიშნოს შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს აღნიშნული პრობლემის შესახებ
3შეანელოს სიჩქარე, რაც შეიძლება სწრაფად გადაეწყოს უკიდურეს მარჯვენა მოძრაობის ზოლში და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს
4ჩართოს შორი განათების ფარები
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი არ უნდა გავიდეს გზაჯვარედინზე, თუ შექმნილია ისეთი ხერგილი, რომ იგი, სავარაუდოდ, იძულებული გახდება, გაჩერდეს გზაჯვარედინზე და ამით დააბრკოლოს განივი მიმართულებით მოძრაობა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალები იძლევა მოძრაობის უფლებას.
# 1030
სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობისას) ჩართოს:
1მიმდებარე ტერიტორიიდან საავტომობილო გზაზე გასვლისას
2უკუსვლით მოძრაობისას
3თუ ავარიაში მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა გზის სავალი ნაწილიდან დაუყოვნებლივ შეუძლებელია
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ა) თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს აბრკოლებს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.
# 1039
დასახლებულ პუნქტში, იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია მძღოლმა საავარიო გაჩერების ნიშანი (ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) სატრანსპორტო საშუალებიდან უნდა გამოდგას არანაკლებ:
15 მეტრის მანძილზე
215 მეტრის მანძილზე
310 მეტრის მანძილზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად: 2. საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, და იქ, სადაც, ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას. 3. „საავარიო გაჩერების ნიშანი“ და მოციმციმე წითელი ფარანი უნდა დაიდგას სატრანსპორტო საშუალებიდან იმ მანძილზე, რომელიც კონკრეტულ პირობებში უზრუნველყოფს საშიშროების შესახებ სხვა მძღოლების დროულ გაფრთხილებას, მაგრამ ეს მანძილი დასახლებულ პუნქტში არ უნდა იყოს 15 მეტრზე ნაკლები, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − 30 მეტრზე ნაკლები. 4. საავარიო გაჩერების ნიშნის ან მოციმციმე წითელი ფარნის არარსებობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავსი ეფექტიანი საშუალებებით მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება.
# 1040
დაუსახლებულ პუნქტში, იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია, მძღოლმა საავარიო გაჩერების ნიშანი (ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) სატრანსპორტო საშუალებიდან უნდა გამოდგას არანაკლებ:
130 მეტრის მანძილზე
215 მეტრის მანძილზე
320 მეტრის მანძილზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2, პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად: 2. საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, და იქ, სადაც, ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას. 3. „საავარიო გაჩერების ნიშანი“ და მოციმციმე წითელი ფარანი უნდა დაიდგას სატრანსპორტო საშუალებიდან იმ მანძილზე, რომელიც კონკრეტულ პირობებში უზრუნველყოფს საშიშროების შესახებ სხვა მძღოლების დროულ გაფრთხილებას, მაგრამ ეს მანძილი დასახლებულ პუნქტში არ უნდა იყოს 15 მეტრზე ნაკლები, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − 30 მეტრზე ნაკლები.
# 1041
იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, საავარიო გაჩერების ნიშანისა და მოციმციმე წითელი ფარნის არ არსებობის შემთხვევაში:
1მძღოლმა უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავისი ეფექტური საშუალებებით მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება
2მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება აუცილებელი არ არის
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საავარიო გაჩერების ნიშნის ან მოციმციმე წითელი ფარნის არარსებობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავსი ეფექტიანი საშუალებებით მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება.
# 1045
ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და გამოდგას საავარიო გაჩერების ნიშანი სურათზე მითითებულ ადგილას იძულებით გაჩერების შემთხვევაში?
1ვალდებულია მხოლოდ გამოდგას საავარიო გაჩერების ნიშანი ავტომობილის უკან, 15 მეტრის მანძილზე
2არ არის ვალდებული
3ვალდებულია ჩართოს მხოლოდ საავარიო შუქური სიგნალიზაცია
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია. ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება, გზის სავალ ნაწილზე: ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია.
# 1086
თუ საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და წარმოადგენს დაბრკოლებას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის, მაშინ ასეთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია ჩართოს:
1ხმოვანი სიგნალი
2ახლო ან შორი განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
3საავარიო შუქსიგნალიზაცია
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ა) თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს აბრკოლებს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.
# 1087
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებაზე საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა:
1ჩართოს შორი განათების ფარები
2გამოდგას საავარიო გაჩერების ნიშანი, ხოლო არასაკმარისი მხედველობის პირობებში - მოციმციმე წითელი ფარანი
3ჩართოს ხმოვანი სიგნალი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ა) თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს აბრკოლებს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს.
# 1466
როგორი სახის შეიძლება იყოს გრეიდერ-ელევატორი?
1მხოლოდ მისაბმელიანი
2ნახევრადმისაბმელიანი, თვითმავალი ან მისაბმელიანი
3მხოლოდ ნახევრადმისაბმელიანი
გრეიდერ-ელევატორი შეიძლება იყოს ნახევრადმისაბმელიანი, თვითმავალი ან მისაბმელიანი.
# 1467
რომელი კატეგორიის გრუნტში სამუშაოდ გამოიყენება გრეიდერ-ელევატორი?
1I – II კატეგორიის
2III – IV კატეგორიის
3II – III კატეგორიის
გრეიდერ-ელევატორი სამუშაოდ გამოიყენება II – III კატეგორიის გრუნტში.
# 1468
რას გულისხმობს ნიადაგის ძირითადი დამუშავება?
1ფარცხვას
2ფრთიანი და უფრთო გუთნებით ხვნა, ბრტყლადმჭრელებით ღრმა დამუშავებას
3კულტივაციას
4აოშვას
ნიადაგის ძირითადი დამუშავება გულისხმობს ფრთიანი და უფრთო გუთნებით ხვნას და ბრტყლადმჭრელებით ღრმა დამუშავებას.
# 1469
ხვნის როგორი სახე არსებობს?
1კონუსური
2პრიზმული
3წრიული
4რომბული
არსებობს ხვნის რომბული სახე.
# 1470
ნიადაგის რა სიღრმეზე დამუშავებას ეწოდება ზედაპირული დამუშავება?
18-12 სმ-მდე
216 სმ-მდე
324 სმ-მდე
422 სმ-მდე
ნიადაგის 8-12 სმ-მდე სიღრმეზე დამუშავებას ეწოდება ზედაპირული დამუშავება.
# 1471
ნიადაგის რა სიღრმეზე დამუშავებას ეწოდება ღრმად დამუშავება?
127 სმ და მეტი
28 სმ-მდე
316 სმ-მდე
420 სმ-მდე
ნიადაგის 27 სმ და მეტ სიღრმეზე დამუშავებას ეწოდება ღრმად დამუშავება.
# 1472
რას გულისხმობს ნიადაგის ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგია?
1ნიადაგის მხოლოდ 25% -ის დამუშავებას, ხოლო სარეველების განადგურება ქიმიური გზით
2ნიადაგის მხოლოდ 55%-ის დამუშავებას
3ნიადაგის მხოლოდ 70%-ის დამუშავებას
4ნიადაგის 100 %-ის დამუშავებას
ნიადაგის ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგია გულისხმობ, ნიადაგის მხოლოდ 25% -ის დამუშავებას და სარეველების განადგურებას ქიმიური გზით.