რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით, თუ ჯერ დადგა თეთრი მსუბუქი ავტომობილი, მერე - უეტლო მოტოციკლი და ბოლოს - ეტლიანი მოტოციკლი?
1უეტლო მოტოციკლი
2თეთრი მსუბუქი ავტომობილი
3ეტლიანი მოტოციკლი
4არცერთი სატრანსპორტო საშუალება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება.
# 321
რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით, თუ მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლი დადგა ხანგრძლივი დასვენების მიზნით?
1შავი ავტომობილი
2წითელი ავტომობილი
3არცერთი ავტომობილი
4ორივე ავტომობილი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას დაუსახლებელ პუნქტში, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენების (ღამის გათევის ან სხვა) მიზნით დგომა ნებადართულია მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ სადგომზე ან გზის ფარგლების მიღმა. ამავე კანონის პირველი დანართის 5.24.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.24.1 „დასახლებული პუნქტის დასასრული“ - მიუთითებს შესაბამისად 5.23.1 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტების დასასრულს.
# 322
აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გაჩერდეს ისრით მითითებულ ადგილას მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?
1აქვს უფლება
2არ აქვს უფლება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, ესტაკადაზე, ხიდსა და გზაგამტარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია.
# 324
რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ხიდზე ისრით მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში?
1მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლი
2მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლი
3ორივე ავტომობილის მძღოლი
4არცერთი ავტომობილის მძღოლი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, ესტაკადაზე, ხიდსა და გზაგამტარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია.
# 326
რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს სურათზე მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში?
1მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლი
2მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლი
3არცერთი ავტომობილის მძღოლი
4ორივე ავტომობილის მძღოლი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.ა“ და „ა.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე: ა.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს; ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია.
# 327
რომელმა მძღოლმა გააჩერა ავტომობილი საგზაო მოძრაობის წესების დაცვით შუქნიშნის ამკრძალავ სიგნალზე?
1არცერთი ავტომობილის მძღოლმა
2თეთრი ავტომობილის მძღოლმა
3ყვითელი ავტომობილის მძღოლმა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, შუქნიშნის (რევერსულის გარდა) ამკრძალავი მაშუქი სიგნალის დროს მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ” ხაზთან ( ან 7.16 ნიშანთან).
# 329
დაარღვეს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს მითითებულ ადგილას ავტომობილის სადგომზე დაყენების შემთხვევაში, თუ ამით დაბრკოლებას უქმნის ქვეითებს?
1დაარღვევს
2არ დაარღვევს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგომა ნება¬დარ-თულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისთვის, მოტოციკლისთვის, მოპედისა და ველოსიპედისთვის, თუ ისინი დაბრკოლებას არ უქმნიან ქვეითს.
# 330
რომელი ავტომობილია დაყენებული დგომის წესების დარღვევით?
1სატვირთო ავტომობილი
2ორივე ავტომობილი
3არცერთი ავტომობილი
4მსუბუქი ავტომობილი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება. სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგომა ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისთვის, მოტოციკლისთვის, მოპედისა და ველოსიპედისთვის, თუ ისინი დაბრკოლებას არ უქმნიან ქვეითს.
# 334
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია:
1როგორც დაუყოვნებლივ გააჩეროს (არ დაძრას ადგილიდან) სატრანსპორტო საშუალება, ასევე ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
2მხოლოდ ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
3მხოლოდ დაუყოვნებლივ გააჩეროს (არ დაძრას ადგილიდან) სატრანსპორტო საშუალება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია დაუყოვნებლივ გააჩეროს (არ დაძრას ადგილიდან) სატრანსპორტო საშუალება, ჩართოს საავარიო შუქური სიგნალიზაცია.
# 335
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია:
1მხოლოდ მიიღოს საჭირო ზომები საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
2შეასრულოს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა ქმედება
3მხოლოდ ჩაიწეროს თვითმხილველთა გვარები
4მხოლოდ მოერიდოს შემთხვევის ადგილზე რაიმეს შეცვლას ან იმ ნაკვალევის განადგურებას, რომელიც შესაძლოა სასარგებლო იყოს პასუხისმგებლობის დასადგენად
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია მიიღოს ზომები საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოერიდოს შემთხვევის ადგილზე რაიმეს შეცვლას ან იმ ნაკვალევის განადგურებას, რომელიც შესაძლოა სასარგებლო იყოს პასუხისმგებლობის დასადგენად, ჩაიწეროს თვითმხილველთა გვარები.
# 336
სურათზე მითითებულ ადგილას ავტომობილის იძულებით გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა:
1უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი საკმარის მანძილზე
2მხოლოდ შესაბამისი ნიშნით უნდა მონიშნოს ავტომობილი საკმარის მანძილზე
3მხოლოდ უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.1 „ავტომაგისტრალი” - ავტომაგისტრალი, რომელზედაც მოქმედებს ავტომა¬გისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები. ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის დასაწყისში ან მის სიახლოვეს 8.1.1 დაფით. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. მძღოლმა, რომელიც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო იძულებულია, გაჩერდეს, უნდა მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია − ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი (ან/და მისი მისაბმელი) საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები. ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად: 1. საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია; 2. საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, და იქ, სადაც, ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას.
# 337
რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით?
1მოტოციკლი
2მწვანე ავტომობილი
3ყველა სატრანსპორტო საშუალება
4თეთრი ავტომობილი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 5.29 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.29 „რეგულირებადი სადგომის ზონა“ - აღნიშნავენ ტერიტორიას, რომლის ფარგლებში რეგლამინტირებულია დგომა. ამავე დანართის 8.6.1-8.6.9 პენქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 8.6.8 - განსაზღვრავს სადგომზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ხერხს; ამასთანავე, 8.6.1 დაფა მიუთითებს, რომ სადგომზე ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა დადგეს სავალ ნაწილზე ტროტუარის გასწვრივ, ხოლო 8.6.2–8.6.9 დაფები მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის ტროტუართან მიმდებარე სადგომზე დაყენების ხერხზე.
# 339
აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, გაჩერდეს სურათზე მითითებულ ადგილას, მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?
1არ აქვს უფლება
2აქვს უფლება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას დაუსახლებელ პუნქტში, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სავალი ნაწილის შუაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით განსაზღვრულ ადგილებში.
# 342
მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მძღოლს სატვირთო ავტომობილის მონიშნულ ადგილზე დაყენება?
1არ ეკრძალება
2ეკრძალება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა.
# 343
დაარღვეს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრით მითითებულ ადგილას ავტომობილის სადგომზე დაყენების შემთხვევაში?
1დაარღვევს
2არ დაარღვევს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა.
# 344
სურათზე მითითებულ ადგილას, დაუსახლებელ პუნქტში, ავტომობილის გაჩერების შემთხვევაში მძღოლი:
1ვალდებულია ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და ავტომობილის უკან გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“
2ვალდებულია ავტომობილის უკან გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“
3არ არის ვალდებული ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და ავტომობილის უკან გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“
4ვალდებულია ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას დაუსახლებელ პუნქტში, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად: 1. საავარიო შუქური სიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს იმ ადგილას იძულებითი გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია; 2. საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი მხედველობის პირობებში - მოციმციმე წითელი ფანარი იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია და იქ, სადაც ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შესძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას.
# 345
რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით?
1მხოლოდ მოტოციკლი
2არცერთი სატრანსპორტო საშუალება
3ორივე სატრანსპორტო საშუალება
4მხოლოდ მსუბუქი ავტომობილი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.გ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება: ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია; გ) გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშანები) 3.28 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.28 „დგომა აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას. ამავე თავის შენიშვნის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად: ე) 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე; ი) 3.10, 3.27–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც ისინია დადგმული.
# 346
დასახლებულ პუნქტში, მოცემულ გზას თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლი გააჩნია. მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს:
1მხოლოდ A და B ადგილას
2მხოლოდ B და C ადგილას
3მხოლოდ A და C ადგილას
4მხოლოდ C ადგილას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სავალი ნაწილის შუაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით განსაზღვრულ ადგილებში.
# 347
თუ საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს:
1საგზაო ნიშნების მოთხოვნები
2საგზაო მონიშვნის მოთხოვნები
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს საგზაო ნიშნების მოთხოვნები.
# 348
რომელი ავტომობილის მძღოლი არ არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს სურათზე მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში?
1ორივე ავტომობილის მძღოლი
2არცერთი ავტომობილის მძღოლი
3მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
4მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია ცალმხრივმოძრაობიანი გზის სავალ ნაწილზე (სატვირთო ავტომობილის ცალმხრივი მოძრაობის გზის მარცხენა მხარეს გაჩერება ნებადართულია მხოლოდ მისი დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს). ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე, სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია.