ნებადართულია თუ არა მგზავრების იმ რაოდენობით ან ისე გადაყვანა, რომ ეს ხელს უშლიდეს მართვას ან მძღოლს უზღუდავდეს ხედვის არეს?
1არ არის ნებადართული
2ნებადართულია, მხოლოდ მძღოლის თანხმობით
3ნებადართულია, მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტებში, მეორეხარისხოვან გზაზე, იმ პირობით, რომ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/სთ
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია მგზავრთა იმ რაოდენობით ან ისე გადაყვანა, რომ ეს ხელს უშლიდეს სატრანსპორტო საშუალების მართვას ან მძღოლს უზღუდავდეს ხედვის არეს.
# 573
აკრძალული არ არის მგზავრთა გადაყვანა:
1სატვირთო ავტომობილის მისაბმელით, აგრეთვე მისაბმელ-აგარაკით
2მობუქსირე ავტობუსით
3ტრაქტორის და სხვა თვითმავალი მანქანების სალონის, ან კაბინის გარეთ
4სატვირთო მოტოციკლის ძარით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია მგზავრთა გადაყვანა ავტომობილის (ფურგონძარიანი ან ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრთა გადაყვანის შემთხვევის გარდა), ტრაქტორის, სხვა თვითმავალი მანქანის სალონის ან კაბინის გარეთ, სატვირთო ავტომობილის მისაბმელით, მისაბმელ-აგარაკით, სატვირთო მოტოციკლის ძარათი და მოტოციკლის კონსტრუქციით გათვალისწი¬ნებული დასასხდომი ადგილების გარეთ.
# 574
აკრძალულია თუ არა მგზავრთა გადაყვანა იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომლის ფაქტობრივი მასა აღემატება მის ნებადართულ მაქსიმალურ მასას?
1არ არის აკრძალული
2აკრძალულია
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია მგზავრთა გადაყვანა თუ სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა აღემატება მის ნებადართულ მაქსიმალურ მასას.
# 581
სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას:
1დაცული იქნეს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა პირობა
2მხოლოდ არ იქნეს შეზღუდული ხილვადობა და მხედველობის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა
3მხოლოდ არ დაიფაროს სინათლეები, სდექ-სიგნალი, მოხვევის მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ხელით მისაცემი სიგნალები
4მხოლოდ საფრთხე არ შეექმნას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას: ა) საფრთხე არ შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე; ბ) არ შეიზღუდოს ხილვადობა და ხედვის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა; გ) არ დაიფაროს სატრანსპორტო საშუალების სინათლეები, „სდექ“ სიგნალი, მოხვევის შუქ-მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ხელით მისაცემი სიგნალები.
# 585
ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით - „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“, თუ ის სატრანსპორტო საშუალების გაბარიტს გარეთ, წინ ან/და უკან გადმოშვერილია:
1არანაკლებ 1,5 მეტრით
2არანაკლებ 2,0 მეტრით
31,0 მეტრზე მეტად
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტის გარეთ წინ ან/და უკან 1 მეტრზე მეტად ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, წინ – თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით, უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით.
# 586
ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით - „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი”, თუ ის გვერდიდან, საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან გადმოშვერილია:
10,4 მეტრზე მეტად
2არანაკლებ 2 მეტრით
3არანაკლებ 1,5 მეტრით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტის გარეთ წინ ან/და უკან 1 მეტრზე მეტად ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, წინ – თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით, უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით.
# 587
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტს გარეთ, წინ ან/და უკან ერთ მეტრზე მეტად, ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი დამატებით უნდა აღინიშნოს:
1როგორც წინ - თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით, ასევე უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით
2მხოლოდ წინ - თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით
3მხოლოდ უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტის გარეთ წინ ან/და უკან 1 მეტრზე მეტად ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, წინ – თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით, უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით.
# 588
თუ არსებობს ეჭვი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კისრის ან ხერხემლის დაზიანების შესახებ და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როგორ უნდა მოხდეს დაშავებულის გადათრევით გადაადგილება დამხმარეს გარეშე (ერთი ადამიანის მიერ)?
1მჯდომარე პოზიციაში დაშავებულს ჩავუდგეთ ფეხებს შორის მკლავები მხრებქვეშ უნდა შევუცუროთ და ზურგზე ერთმანეთს ჩავჭიდოთ. ავწიეთ ფეხებით და დაშავებული გადათრევით გადავაადგილოთ უკან
2მჯდომარე პოზიციაში დაშავებულს ზურგიდან მკლავები მხრებქვეშ უნდა შევუცუროთ, დავაფიქსიროთ ქვედა ყბა და კისერი და ისე გადათრევით გადავაადგილოთ უკან
დამხმარეს გარეშე დაშავებულის გადათრევით გადაადგილება კისრის ან ხერხემლის დაზიანების ეჭვის შემთხვევაში, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება უნდა მოხდეს შემდეგნაირად - მოათავსეთ დაშავებული მჯდომარე პოზიციაში. დადექით დაშავებულის ზურგს უკან, მკლავები მხრებქვეშ შეუცურეთ, დავაფიქსიროთ ქვედა ყბა და კისერი და ისე გადათრევით გადავაადგილოთ უკან.
# 590
მოცემულ სიტუაციაში, რამდენ საგზაო მოძრაობის წესს არღვევს ისრის მიმართულებით მოძრავი მობუქსირე სატვირთო ავტომობილის მძღოლი, თუ იგი მოძრაობს 60 კმ/სთ სიჩქარით?
1სამს
2ორს
3არც ერთს
4ერთს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის მანძილი მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას უნდა იყოს 4−6 მეტრი, ხოლო ხისტი გადაბმით ბუქსირებისას – არაუმეტეს 4 მეტრისა. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, გამაფრთხილებელი მოწყობილობა ან 200X200 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით. დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი). აქ დარღვევაა: სიჩქარე და საბუქსირო მოწყობილობაზე ერთი ალამი
# 592
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს მუცლის არეში აღენიშნება ჭრილობა, მისი ტრანსპორტირება უნდა მოხდეს:
1მჯდომარე მდგომარეობაში
2ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში მუხლებში მოხრილი ფეხებით
3ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში გამართული ფეხებით
4გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში მუხლებში მოხრილი ფეხებით
მუცლის არეში მიღებული ჭრილობის დროს დაშავებულის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ზურგზე დაწოლილი მდგომარეობაში მუხლებში მოხრილი ფეხებით.
# 593
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული გულწასულია, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით იგი უნდა:
1დავაწვინოთ ზურგზე, ფეხები წამოუწიოთ. ვასუნთქოთ ნიშადურის სპირტი, საფეთქლები დავუზილოთ ადეკოლონით (ან სხვა სპირტის შემცველი სითხით)
გულის წასვლის შემთხვევაში დაზარალებული უნდა დავაწვინოთ ზურგზე, ფეხები წამოუწიოთ. ვასუნთქოთ ნიშადურის სპირტი, საფეთქლები დავუზილოთ ადეკოლონით (ან სხვა სპირტის შემცველი სითხით).
# 596
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის თავის ტვინის შერყევის შემთხვევაში, მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:
1ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში, ამასთან უნდა ამოვუდოთ ბალიში კისრისა და წელის არეში
2გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში
თავის ტვინის შერყევის შემთხვევაში დაშავებული უნდა დავაწვინოთ გვერდზე და გადავიყვანოთ ასეთ მდგომარეობაში უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
# 597
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება გულმკერდის გამჭოლი ჭრილობა მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:
1ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში
2მუცელზე დაწოლილ მდგომარეობაში
3ჯანმრთელ გვერდზე დაწოლილ ან ნახევრადმჯდომარე მდგომარეობაში
დაშავებულის გულმკერდის გამჭოლი ჭრილობით ტრანსპორტირება შეიძლება ჯანმრთელ გვერდზე დაწოლილ ან ნახევრადმჯდომარე მდგომარეობაში.
# 598
ერთი ხელის დაშავების შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს პიჯაკი ან პერანგი უნდა გავხადოთ:
1ერთდროულად ორივე ხელზე
2ჯერ დაშავებულ, ხოლო შემდეგ ჯანსაღ ხელზე
3ჯერ ჯანსაღ, ხოლო შემდეგ დაშავებულ ხელზე
ერთი ხელის დაზიანების შემთხვევაში დაშავებულს პიჯაკი ან პერანგი ჯერ უნდა გავხადოთ ჯანსაღ, ხოლო შემდეგ დაშავებულ ხელზე.
# 599
ტრამვული შოკის დროს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს უნდა:
1გავხადოთ ტანსაცმელი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, შუბლზე დავადოთ ცივი საფენები
2აუცილებლობის შემთხვევაში შევაჩეროთ სისხლდენა, დავაფაროთ სათბურები; თუ არ ვეჭვობთ მუცლის ღრუს შიდა ორგანოების დაზიანებას, დავალევინოთ თბილი სასმელი
3მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, დავაწვინოთ ზურგზე, თავქვეშ ამოვუდოთ მჭიდროდ დახვეული საფენი ან ტანსაცმელი
ტრამვული შოკის დროს დაშავებულს უნდა გაეწიოს შემდეგი პირველადი სამედიცინო დახმარება - აუცილებლობის შემთხვევაში შევაჩეროთ სისხლდენა, დავაფაროთ სათბურები, თუ არ ვეჭვობთ მუცლის ღრუს შიდა ორგანოების დაზიანებას - დავალევინოთ თბილი სასმელი.
# 600
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მსხვილი არტერიიდან სისხლდენის დამახასითებელი ნიშნებია:
1ტანსაცმელი გაჟღენთილია სისხლით მხოლოდ ჭრილობის ადგილზე, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება სუსტი ნაკადით
2ტანსაცმელი სწრაფად იჟღინთება მუქი ფერის სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება სუსტი ნაკადით
3ტანსაცმელი გაჟღენთილია ალისფერი სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება პულსირებული ნაკადით
არტერიის დაზიანების დროს სისხლს აქვს ღია-ალისფერი და ჭრილობიდან გამოედინება პულსირებული ნაკადით. არტერიული სისხლდენა საშიშია სიცოცხლისათვის, განსაკუთრებით მსხვილი არტერიის დაზიანებისას, რადგა დაზარალებულმა დროის მოკლე მონაკვეთში შეიძლება დაკარგოს დიდი რაოდენობის სისხლი.
# 601
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აფრთხილებს შლაგბაუმიან რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე?
1I
2II
3III
4IV
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.1 „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი” - იძლევა გაფრთხილებას რკინიგზის შლაგბაუმიან გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.
# 602
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი იდგმება განმეორებით დაუსახლებელ პუნქტში?
1მხოლოდ I და II
2ყველა
3მხოლოდ I და III
4მხოლოდ II და IV
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი” და 1.11 „სანაპიროზე გასასვლელი” ნიშნები მეორდება დაუსახლებულ პუნქტში. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე.
# 605
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი იდგმება განმეორებით დაუსახლებელ პუნქტში?
1მხოლოდ I და II
2ყველა
3მხოლოდ II და III
4მხოლოდ II და IV
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად 1.1, 1.2, 1.10, 1.11, 1.23, 1.24 და 1.26 ნიშნები მეორდება დაუსახლებელ პუნქტში, ხოლო 1.24 „ბავშვები“ და 1.26 „საგზაო სამუშაოები“ ნიშნები − დასახლებულ პუნქტშიც. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე.
# 607
რომელი საგზაო ნიშანი აფრთხილებს უშლაგბაუმო რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე?
1მხოლოდ I
2მხოლოდ III
3მხოლოდ II
4მხოლოდ III და IV
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი” − იძლევა გაფრთხილებას რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.