1კანონმდებლობით დადგენილი მაქსიმალური მანძილი, რომლის ფარგლებშიც სავალდებულოა განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალების გაჩერება
2მანძილი, რომელსაც გადის სატრანსპორტო საშუალება მუხრუჭების ამოქმედებიდან სრულ გაჩერებამდე
3გზაზე მოძრაობის შენელების ზოლის სიგრძე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 68-ე პუნქტის თანახმად, „სამუხრუჭე მანძილი“ - მანძილი, რომელსაც გადის სატრანსპორტო საშუალება მუხრუჭების ამოქმედებიდან სრულ გაჩერებამდე.
# 912
“საცხოვრებელი ზონა” არის:
1ნებისმიერი გზა, რომელიც განკუთვნილია ქვეითთა ინტენსიური მოძრაობისათვის
2განაშენიანებული ტერიტორია, სადაც მოქმედებს სპეციალური საგზაო მოძრაობის წესები და სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით
3ნებისმიერი ტერიტორია, რომელზეც დასახლებულია ხალხი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 75-ე პუნქტის თანახმად, „საცხოვრებელი ზონა“ - განაშენიანებული ტერიტორია, სადაც მოქმედებს სპეციალური საგზაო მოძრაობის წესები და სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით.
# 913
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ზურგის ტვინის დაუზიანებლად კისრის ხერხემლის მალების ტრავმების სიმპტომებია:
1დაშავებულს კისრისა და ზურგის არეში აქვს ტკივილი, რომელიც მატულობს ხელით შეხებისას
2დაშავებული ვერ ამოძრავებს ზედა კიდურებს, სუნთქვა უძნელდება
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ზურგის ტვინის დაუზიანებლად კისრის ხერხემლის მალების ტრავმების სიმპტომებია - ტკივილი კისრისა და ზურგის არეში. ტკივილი მატულობს ხელით შეხებისას.
# 915
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს დაზიანებული აქვს კისერი ან ხერხემალი ან არსებობს ეჭვი მათი დაზიანების შესახებ, არ შეიძლება:
1როგორც დაშავებულისთვის თავისა და კისრის მოძრაობა, ასევე მის ჭრილობაზე შეხება, ძვლის ნამსხვრევების ჩასწორება და უცხო სხეულების მოცილება
2მხოლოდ დაშავებულისათვის ძვლის ნამსხვრევების ჩასწორება და უცხო სხეულების მოცილება
3მხოლოდ დაშავებულის ჭრილობაზე შეხება
4მხოლოდ დაშავებულისთვის თავისა და კისრის მოძრაობა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კისრის ან ხერხემლის დაზიანებისას ან მასზე ეჭვის მიტანისას არ შეიძლება: - დაზარალებულისთვის თავისა და კისრის მოძრაობა; - ჭრილობაზე შეხება; - ძვლის ნამსხვრევების ჩასწორება; - უცხო სხეულების მოცილება.
# 918
„შეზღუდული ხილვადობა“ არის:
1გარემოება, რომლის დროსაც მოკლე მოსახვევი, აღმართის დასასრული, გამწვანება, გზისპირა ნაგებობა ან გზაზე არსებული დაბრკოლება მოძრაობის მიმართულებით გზის ხილვადობას ისე ამცირებს, რომ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობამ შეიძლება საფრთხე წარმოშვას
2გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე შემცირება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 89-ე პუნქტის თანახმად, „შეზღუდული ხილვადობა“ - გარემოება, რომლის დროსაც მოკლე მოსახვევი, აღმართის დასასრული, გამწვანება, გზისპირა ნაგებობა ან გზაზე არსებული დაბრკოლება მოძრაობის მიმართულებით გზის ხილვადობას ისე ამცირებს, რომ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობამ შეიძლება საფრთხე წარმოშვას.
# 921
“მსუბუქი ავტომობილი” არის:
14500 კგ–მდე სრული მასის მქონე ავტომობილი,რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა , გარდა მძღოლის ადგილისა , 8–ს აღემატება,მაგრამ არ აღემატება 12–ს
22500 კგ–მდე სრული მასის მქონე მოტოციკლი
3არაუმეტეს 3500 კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტომობილი, (გარდა მოტოციკლისა და მოპედისა)რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა,გარდა მძღოლის ადგილისა 8–ს არ აღემატება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 46-ე პუნქტის თანახმად, „მსუბუქი ავტომობილი“ - 3500 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტომობილი (გარდა მოტოციკლისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება.
# 922
„მსუბუქი მისაბმელი“ არის:
1მისაბმელი, რომლის სრული მასა არ აღემატება 950 კგ-ს
2მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს
3მისაბმელი, რომლის დაუტვირთავი წონა არ აღემატება 850 კგ-კგ
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 48-ე პუნქტის თანახმად, „მსუბუქი მისაბმელი“ - მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს.
# 925
სატრანსპორტო საშუალების “სრული მასა” არის:
1სატრანსპორტო საშუალების მასის ნაწილი, რომელიც ღერძზე დაწოლის შედეგად წარმოშობს გზაზე დატვირთვას
2მოცემული დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების, ეკიპაჟისა და მგზავრების მასა
3სატრანსპორტო საშუალების მასა ეკიპაჟის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე
4ტვირთით, ეკიპაჟითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-80 პუნქტის თანახმად, „სრული მასა“ - ტვირთით, მძღოლითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი. სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის სრული მასა გამოიანგარიშება მასში შემავალი სატრანსპორტო საშუალებების სრულ მასათა ჯამით.
# 927
მძღოლმა ხმოვანი სიგნალი შეიძლება გამოიყენოს:
1მხოლოდ დროული გაფრთხილებისთვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად
2გზაჯვარედინზე უპირატესობის მოთხოვნისათვის
3ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარი შეხედულებით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხმოვანი სიგნალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ: ა) საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილებისთვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად; ბ) დასახლებულ პუნქტებს გარეთ, როდესაც საჭიროა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გაფრთხილება გასწრების განზრახვის შესახებ.
# 929
მანევრის დაწყებამდე შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებლის ჩართვა მძღოლს:
1არ ანიჭებს უპირატესობას და არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღებისაგან
2არ ანიჭებს უპირატესობას მხოლოდ ოპერატიული სამსახურის სატრანსპორტო საშუალებების მიმართ
3ანიჭებს უპირატესობას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მიცემული უნდა იქნეს დროულად, მანევრის დაწყების წინ და უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ). ამასთანავე, სიგნალმა არ უნდა შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები. მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალის მიცემა მძღოლს არ აძლევს უპირატესობას და არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღების ვალდებულებისაგან.
# 930
მძღოლის მიერ მიცემული ხმოვანი სიგნალის ხანგრძლივობა:
1უნდა იყოს არა უმეტეს 3 წამისა
2უნდა იყოს არა უმეტეს 5 წამისა
3არ უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ეს აუცილებელია
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხმოვანი სიგნალი არ უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ეს აუცილებელია.
# 931
დღე-ღამის ნათელ დროს დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
1ხმოვანი სიგნალი
2საავარიო შუქსიგნალიზაცია
3ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვა
4ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის შესახებ სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება ჩაირთოს მანათობელი სიგნალი დღე-ღამის ნათელ დროს ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს – ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვით, დაუსახლებელ პუნქტში კი − ხმოვანი სიგნალის ნაცვლად ან მასთან ერთად.
# 932
დღე-ღამის ბნელ დროს, დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება გამოყენებული იქნეს:
1საავარიო შუქსიგნალიზაცია
2ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა
3ხმოვანი სიგნალი
4ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის შესახებ სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება ჩაირთოს მანათობელი სიგნალი დღე-ღამის ნათელ დროს ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს – ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვით, დაუსახლებელ პუნქტში კი − ხმოვანი სიგნალის ნაცვლად ან მასთან ერთად.
# 933
დასაშვებია თუ არა გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად ხმოვანი სიგნალის გამოყენება:
1დასაშვებია, მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში
2დასაშვებია, როგორც დასახლებულ, აგრეთვე დაუსახლებელ პუნქტებში
3დაუშვებელია
4დასაშვებია, მხოლოდ დასახლებულ პუნქტში
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხმოვანი სიგნალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დასახლებულ პუნქტს გარეთ, როდესაც საჭიროა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გაფრთხილება გასწრების განზრახვის შესახებ.
# 934
ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ ადგილას არ არის ვალდებული მძღოლი მანევრის დაწყებამდე ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი?
1ვალდებულია ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას
2ეზოს ტერიტორიაზე
3საცხოვრებელ ზონაში
4მიმდებარე ტერიტორიაზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით.
# 935
დაბინდებიდან გათენებამდე, ასევე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერებისა ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები და მათი მისაბმელები აღნიშნული უნდა იყვნენ:
1ახლო განათების ფარებით
2წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით
3წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები
4შორი განათების ფარებით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დაბინდებიდან გათენებამდე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისი მისაბმელი აღნიშნული უნდა იყოს წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით.
# 937
მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ჩართული უნდა იყოს:
1მხოლოდ ახლო ან შორი განათების ფარები
2მხოლოდ წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეები
3მხოლოდ ნისლსაწინააღმდეგო ფარები
4ახლო ან შორი განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ბნელ დროს, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, აგრეთვე მოპედზე ჩართული უნდა იყოს ახლო ან შორი განათების ფარა/ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები.
# 941
დაუსახლებელ პუნქტებში, იმ ორმხრივ მოძრაობიან გზაზე, რომელზეც არ არის გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ველოსიპედის ან მოპედის ხელით გადამყვანმა პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავოს:
1ნებისმიერი მოძრაობის ზოლი
2სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე
3სავალი ნაწილის მარცხენა მხარე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში, იმ ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ქვეითმა უნდა დაიკავოს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მდებარე გვერდულა, ხოლო მისი არარსებობის ან გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში − გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარე და გადაადგილდეს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოცემულ სიტუაციაში გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მოძრაობის მიმართულებით გადაადგილება უფრო უსაფრთხოა), მაგრამ ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ხელით გადამყვანმა, აგრეთვე სავარძელ-ეტლით მოძრავმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავონ გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე.
# 942
დაუსახლებელ პუნქტებში, იმ ორმხრივ მოძრაობიან გზაზე, რომელზეც არ არის გამყოფი ზოლი და ტროტუარი, სავარძელ-ეტლით მოძრავმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავოს:
1ნებისმიერი მოძრაობის ზოლი
2სავალი ნაწილის მარცხენა მხარე
3სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში, იმ ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ქვეითმა უნდა დაიკავოს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მდებარე გვერდულა, ხოლო მისი არარსებობის ან გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში − გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარე და გადაადგილდეს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოცემულ სიტუაციაში გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მოძრაობის მიმართულებით გადაადგილება უფრო უსაფრთხოა), მაგრამ ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ხელით გადამყვანმა, აგრეთვე სავარძელ-ეტლით მოძრავმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავონ გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე.
# 947
საქართველოს ყველა გზაზე მოძრაობის მიმართულება დადგენილია:
1როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხარეს
2მარჯვენა მხარეს
3მარცხენა მხარეს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყველა გზაზე მოძრაობის მიმართულებად დადგენილია მარჯვენა მხარეს მოძრაობა.