უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის მძღოლი, რათა აიცილოს მოყინულ გზაზე მოძრაობისას უკანა ხიდის გვერდულად მოცურება უნდა მოერიდოს გადაბმულობის ქუროს სატერფულის მკვეთრ აშვებას და აქსელერატორის სატერფულის მკვეთრ დაჭერას.
# 1655
როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის (ABC) არ მქონე ავტომობილის დამუხრუჭებისას, რათა ავტომობილმა არ დაკარგოს მართვადობა?
1დაამუხრუჭოს სამუხრუჭე სატერფულზე პულსირებულად დაჭერით, ამასთან ეცადოს არ გამოიწვის თვლების ბლოკირება
2დაამუხრუჭოს მხოლოდ ძრავით
3უნდა შეეცადოს მკვეთრად დააწვეს მუხრუჭის სატერფულს, რათა ამ გზით სწრაფად შეაჩეროს ავტომობილი
4დაამუხრუჭოს მუშა მუხრუჭით, დამატებით სადგომი მუხრუჭის გამოყენებით
მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის (ABC) არ მქონე ავტომობილის დამუხრუჭებისას, რათა ავტომობილმა არ დაკარგოს მართვადობა მძღოლმა უნდა დაამუხრუჭოს სამუხრუჭე სატერფულზე პულსირებულად დაჭერით, ამასთან ეცადოს არ გამოიწვის თვლების ბლოკირება.
# 1660
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია:
1შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს
2ჩართოს ავტომობილის სალონის განათება
3განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება და გაიკეთოს მსუბუქად ტონირებული მზის სათვალე
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს.
# 1695
თუ ავტომობილის მარჯვენა თვლები გადავიდა არამდგრადი და სველი საფარის მქონე გვერდულზე, მიზანშეწონილია:
1ავტომობილის მკვეთრი დამუხრუჭება მის სრულ გაჩერებამდე
2სიჩქარის გაზრდა და ავტომობილის მიმართვა მარცხენა მხარეს
3დამუხრუჭების გარეშე ავტომობილის მდორედ დაბრუნება გზის სავალ ნაწილზე
თუ ავტომობილის მარჯვენა თვლები გადავიდა არამდგრადი და სველი საფარის მქონე გვერდულზე, მიზანშეწონილია დამუხრუჭების გარეშე ავტომობილის მდორედ დაბრუნება გზის სავალ ნაწილზე.
# 1696
რა იგულისხმება, მძღოლის რეაქციის დროში?
1აუცილებელი დრო აქსელერატორის სატერფულიდან მუხრუჭის სატერფულზე ფეხის გადატანისთვის
2დრო საფრთხის აღმოჩენიდან სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე
3დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე
მძღოლის რეაქციის დროში იგულისხმება - დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე.
# 1697
ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ:
1ისე, როგორც რეალურადაა
2უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
3უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა.
# 1698
თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამო, გადასასვლელზე ნაწილობრივ შეზღუდულია მხედველობა, გადასავლელთან მოახლოებულ მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:
1მხოლოდ ხმოვანი სიგნალის გამოყენების შემდეგ
2სიჩქარის შეუცვლელად, მიუხედავად გადასასვლელზე არსებული სიტუაციისა
3მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითის არარსებობაში
თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამო, გადასასვლელზე ნაწილობრივ შეზღუდულია მხედველობა, გადასავლელთან მოახლოებულ მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითის არარსებობაში.
# 1727
ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს:
1სამუხრუჭე ხუნდების გაცვეთაზე
2მუხრუჭების არასათანადო რეგულირებაზე
3პნევმატური სამუხრუჭო სისტემიდან ჰაერის გაჟონვაზე
4პნევმატური სამუხრუჭო სისტემაში მომატებულ კონდესატის დონეზე
ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს სამუხრუჭო ხუნდების გაცვეთაზე.
# 1728
თუ ავტომობილი აღჭურვილია მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემით (ABS):
1მატულობს სამუხრუჭო სისტემის სიმძლავრე
2ასეთი ავტომობილი დამუხრუჭებისას უკეთ მართვადია
3მძღოლს შეუძლია დამუხრუჭება დაიწყოს მოგვიანებით, რადგან სამუხრუჭო მანძილი მცირდება
მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემით (ABS) აღჭურვილი ავტომობილი დამუხრუჭებისას უკეთ სამართავია.
# 1738
საავტომობილო ზეთი ნიადაგში მოხვედრისას:
1იშლება წვრილ ნაწილაკებად, რის გამოც გავლენას არ ახდენს ეკოლოგიაზე
2მალევე ორთქლდება და არ აბინძურებს გარემოს
3იწვევს ნიადაგისა და გრუნტის წყლების ხანგრძლივ დაბინძურებას
საავტომობილო ზეთი ნიადაგში მოხვედრისას იწვევს ნიადაგისა და გრუნტის წყლების ხანგრძლივ დაბინძურებას.
# 1742
რა უნდა გვახსოვდეს მავნე ნივთიერებებისგან გარემოს დასაცავად?
1უნდა მოვერიდოთ სატრანსპორტო საშუალების დგომას ჩართული ძრავით
2სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ძრავის ბრუნვის მაღალი სიჩქარით
3მოძრაობის დროის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ინტენსიური აჩქარებით და მკვეთრად დამუხრუჭებით
განმარტება მალე დაემატება...
# 1743
იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ საწვავის გაზრდილი ხარჯი და მავნე ნივთიერებების მომატებული გამოყოფა, დროულად უნდა გამოვცვალოთ:
1მგზავრთა სალონის ვენტილაციის ფილტრი
2საქარე მინის მინასაწმენდები
3ძრავის ჰაერის ფილტრი
განმარტება მალე დაემატება...
# 1744
რას იწვევს საბურავებში რეკომენდებულ დონეზე ქვემოთ ჰაერის წნევის შემცირება?
1ზრდის საწვავის მოხმარებას
2ამცირებს საბურავების ცვეთას
3ამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას
განმარტება მალე დაემატება...
# 1745
როდის უნდა გავთიშოთ ძრავი საწვავის ეკონომიისა და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით?
1როდესაც შეფერხებული მოძრაობის პირობებში გვიწევს დიდი ხნით დგომა
2როდესაც ვმოძრაობთ დაღმართზე
3როდესაც ვჩერდებით "სდექ" ნიშანთან
განმარტება მალე დაემატება...
# 1746
სატრანსპორტო საშუალების რომელიმე აგრეგატიდან გამოჟონილი ზეთი:
1ზეგავლენას არ ახდენს გარემოზე
2აბინძურებს გარემოს
3ნიადაგზე მოხვედრის შემთხვევაში ანოყიერებს მას
განმარტება მალე დაემატება...
# 1747
რა უნდა გვახსოვდეს სატრანსპორტო საშუალების საწვავით გამართვისას?
1შესაძლებლობის შემთხვევაში საწვავის ავზი უნდა შევავსოთ კიდემდე
2არ უნდა განვაგრძოთ საწვავის ჩასხმა მას შემდეგ, რაც საწვავის ავზის გავსების შედეგად ჩასასხმელი მოწყობილობა (პისტოლეტი) ავტომატურად გაითიშება
3საწვავით გამართვისას სატრანსპორტო საშუალების ძრავი უნდა მუშაობდეს უქმ სვლაზე
განმარტება მალე დაემატება...
# 1748
რა შეიძლება გამოიწვიოს გამოსაბოლქვი სისტემის გაუმართაობამ?
1გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობის ზრდა
2მოხმარებული საწვავის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება
3საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა
განმარტება მალე დაემატება...
# 1749
როგორ არის შესაძლებელი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის შემცირება?
1სატრანსპორტო საშუალების ძრავის დაბალი ბრუნვის სიჩქარით მართვის
2უნივერსალური საბურავების გამოყენებით
3ძრავის ჰაერის ფილტრის მოხსნით
განმარტება მალე დაემატება...
# 1750
სად უნდა განხორციელდეს გამოყენებული ზეთების, საცხებ-საპოხი სითხეების და აკუმულატორების გადატანა მათი განადგურების მიზნით?
1საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელზე
2დასახლებული პუნქტიდან მოშორებით
3გადამამუშავებელ ცენტრებში
განმარტება მალე დაემატება...
# 1751
როგორ უნდა შევამციროთ საწვავის ხარჯი თანაბარი სიჩქარით მოძრაობისას?
1ვმართოთ სატრანსპორტო საშუალება მაქსიმალური სიჩქარით
2გამოვიყენოთ კრუიზკონტროლი, რომელიც თავად არეგულირებს მოძრაობის სიჩქარეს
3ვმართოთ სატრანსპორტო საშუალება მინიმალური სიჩქარით