რას გულისხმობს ნიადაგის ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგია?
1ნიადაგის მხოლოდ 70%-ის დამუშავებას
2ნიადაგის 100 %-ის დამუშავებას
3ნიადაგის მხოლოდ 25% -ის დამუშავებას, ხოლო სარეველების განადგურება ქიმიური გზით
4ნიადაგის მხოლოდ 55%-ის დამუშავებას
ნიადაგის ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგია გულისხმობ, ნიადაგის მხოლოდ 25% -ის დამუშავებას და სარეველების განადგურებას ქიმიური გზით.
# 1473
რა ოპერაციას ასრულებს სახნისი?
1ბელტს ჭრის ჰორიზონტალურ სიბრტყეში
2ეყრდნობა კვლის კედელს და უნარჩუნებს გუთანს მდგრადობას
3ბელტს ჭრის ვერტიკალურ სიბრტყეში
4ბელტს ჭრის მოძრაობის პარალელურ სიბრტყეში
სახნისი ასრულებს ბელტის ჭრას ჰორიზონტალურ სიბრტყეში.
# 1474
რა ოპერაციას ასრულებს საკვეთელი?
1ბელტს ჭრის ჰორიზონტალურ სიბრტყეში
2ეყრდნობა კვლის კედელს და უნარჩუნებს გუთანს მდგრადობას
3ბელტს ჭრის ვერტიკალურ სიბრტყეში
4არეგულირებს ხვნის სიღრმეს
საკვეთელი ასრულებს ბელტის ჭრას ვერტიკალურ სიბრტყეში.
# 1476
რა ტიპისაა გუთნები დანიშნულების მიხედვით?
1საერთო და სპეციალური
2სპეციალური
3საერთო
გუთნები დანიშნულების მიხედვით არის საერთო და სპეციალური.
# 1477
რისთვისაა განკუთვნილი საერთო დანიშნულების გუთნები?
1ერთწლიანი კულტურების მოყვანისათვის ნიადაგის მოსახნავად
2ტორფიანი და ჭაობიანი ნიადაგების მოსახნავად
3საპლანტაჟო ხვნისათვის
საერთო დანიშნულების გუთნები განკუთვნილია ერთწლიანი კულტურების მოყვანისათვის ნიადაგის მოსახნავად.
# 1478
რომელი გუთნით ტარდება გლუვი ხვნა?
1საბრუნი გუთნით
2როტაციული გუთნით
3საპლანტაჟო გუთნით
4უფრთო გუთნით
გლუვი ხვნატარდება საბრუნი გუთნით.
# 1479
რა მაჩვენებლებით შეირჩევა სახვნელი აპარატის მოძრაობის რაციონალური წესი?
1მწარმოებლობა, შესრულებული სამუშაოს ხარისხი, აგრეგატის მომსახურეობის სიმარტივე
2შესარულებული სამუშაოს ხარისხი, აგრეგატის მოძრაობის სიჩქარე, აგრეგატის მომსახურების სიმარტივე
3მოდების განი, აგრეგატის მოძრაობის სიჩქარე, შესრულებული სამუშაოს ხარისხი
4მწარმოებლობა, მოდების განი, აგრეგატის მოძრაობის სიჩქარე
სახვნელი აპარატის მოძრაობის რაციონალური წესი შეირჩევა შემდეგი მაჩვენებლებით: მწარმოებლობა, შესრულებული სამუშაოს ხარისხი და აგრეგატის მომსახურეობის სიმარტივე.
# 1480
ნიადაგის ზედაპირული დამუშავების მანქანებს მიეკუთვნებიან?
1კულტივატორები
2საპლანტაჟო გუთნები
3ფრთიანი გუთნები
4უფრთო გუთნები
ნიადაგის ზედაპირული დამუშავების მანქანებს მიეკუთვნებიან კულტივატორები.
# 1481
რისთვის იყენებენ ნიადაგის ზედაპირული დამუშავების მანქანებს?
1ნიადაგის ღრმა დამუშავებისათვის
2მცირე სიღრმეზე ან მოხნული ნიადაგის შემდგომი დამუშავებისათვის
3გაყამირებული ნიადაგის დამუშავებისთვის
4არხების გასაყვანად
ნიადაგის ზედაპირული დამუშავების მანქანებს გამოიყენებენ მცირე სიღრმეზე ან მოხნული ნიადაგის შემდგომი დამუშავებისათვის.
# 1483
რა წარმოადგენს დისკოებიანი ბატარეა?
1სფერულ დისკოებს
2კბილებიან საჩხვლეტელს
3ერთად აწყობილ რამოდენიმე დისკოს
4კბილებიან ფარცხებს
დისკოებიანი ბატარეა წარმოადგენს ერთად აწყობილ რამოდენიმე დისკოს.
# 1484
სატრანსპორტო საშუალების საბურავებში აირის დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს:
1მხოლოდ საბურავების გადახურება
2მხოლოდ საჭით მართვის გაძნელება
3მხოლოდ საწვავის ხარჯის მატება
4როგორც საწვავის ხარჯის მატება, ასევე საჭით მართვის გაძნელება და საბურავების გადახურება
სატრანსპორტო საშუალების საბურავებში აირის დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც საწვავის ხარჯის მატება, ასევე საჭის მართვის გაძნელება და საბურავების გადახურება.
# 1485
როგორი ფორმისაა კბილებიანი ფარცხების კბილები?
1რომბული
2სამკუთხა
3კვადრატული
4ტრაპეციული
კბილებიანი ფარცხების კბილები არის კვადრატული ფორმის.