შნეკურ-როტორული კომბინირებული არხსათხრელი მანქანის ძირითადი სამუშაო ორგანოებია: ცილინდრული შნეკები, ფრთოვანი ციცხვებიანი როტორი და გამცლელი ტრანსპორტიორები.
# 1565
რას სწავლობს მანქანა-ტრაქტორთა პარკის ექსპლუატაცია?
1რომელიმე კულტურის წარმოების ფინანსურ გეგმას
2სასოფლო-სამეურნეო აგრეგატების მუშაობის კანონზომიერებების და ეფექტური გამოყენების მეთოდებს
3რომელიმე კულტურის მოვლა-მოყვანის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა გეგმას
4მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მანქანების მუშაობის კანონზომიერებას
მანქანა-ტრაქტორთა პარკის ექსპლუატაცია სწავლობს საოფლო-სამეურნეო აგრეგატების მუშაობის კანონზომიერებების და ეფექტური გამოყენების მეთოდებს.
# 1566
ტექნოლოგიური რუკა წარმოადგენს:
1რომელიმე კულტურის წარმოების ფინანსურ გეგმას
2რომელიმე კულტურის მოვლა-მოყვანის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა გეგმას
3მანქანათა სისტემას რომელიმე კულტურის მოსაყვანად
4რომელიმე კულტურის წარმოების ბიზნეს-გეგმას
ტექნოლოგიური რუკა წარმოადგენს რომელიმე კულტურის მოვლა-მოყვანის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა გეგმას.
# 1567
ოპერაციულ-ტექნოლოგიური რუკა წარმოადგენს:
1სამუშაოთა ჩამონათვალს მოცემული კულტურის წარმოებისთვის
2რომელიმე სამუშაოს შესრულების ბიზნეს-გეგმას
3რომელიმე სამუშაოს შესრულების გეგმას
4სამუშაოს ჩატარების ფინანსურ მაჩვენებლებს
ოპერაციულ-ტექნოლოგიური რუკა წარმოადგენს რომელიმე სამუშაოს შესრულების გეგმას.
# 1568
რა მახასიათებლების მიხედვით იყოფა ტრაქტორები კლასებად?
1ნომინალური წევის ძალის მიხედვით
2დანიშნულების მიხედვით
3ტრანსმისიის მიხედვით
4ძრავას მიხედვით
ტრაქტორები კლასებად იყოფა ნომინალური წევის ძალის მიხედვით.
# 1569
რა ფიზიკურ-მექანიკური თვისება ახასიათებს ნიადაგს?
1წებოვნება
2კულტურული
3სიმკვრივე
ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური თვისებაა სიმკვრივე.
# 1570
რა ტექნოლოგიური თვისებები ახასიათებს ნიადაგს?
1ნიადაგის ტენიანობა
2ფორიანობა
3წებოვნება
ნიადაგის ტექნოლოგიური თვისებაა წებოვნება.
# 1571
ხვნის სახეებია?
1მხოლოდ კულტურული
2მხოლოდ რომბული
3მხოლოდ ხვნა ბელტის მთლიანი გადაბრუნებით
4ყველა ჩამოთვლილი სახეები
ხვნის სახეებია:კულტურული, ხვნა ბელტის მთლიანი გადაბრუნებით და რომბული.
# 1572
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შერჩევისას მძღოლმა გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს:
1მხედველობის პირობებს
2ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი გარემოება გასათვალისწინებელი არ არის
3თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობას
4მოცემულ გზის მონაკვეთზე საგზაო მონიშვნით განსაზღვრულ მოთხოვნებს
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შერჩევისას მძღოლმა გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს მხედველობის პირობებს.
# 1573
რომელი მექანიზმია გამოყენებული დგუშიან შიგაწვის ძრავაში?
1ჭიახრახნული მექანიზმი
2მრუმხარა-ბარბაცა მექანიზმი
3პლანეტარული მექანიზმი
4კულისა მექანიზმი
დგუშიან შიგაწვის ძრავაში გამოყენებულია მრუმხარა-ბარბაცა მექანიზმი.
# 1574
სავალი ნაწილის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები კლასიფიცირდება:
1საერთო დანიშნულების, უნივერსალური სათოხნი, სპეციალური
2ჩარჩოიანი, ნახევრადჩარჩოიანი, უჩარჩო
3სამთო, ჭაობნარის, სამელიორაციო, საბაღბოსტნე
4მუხლუხა, ნახევრადმუხლუხა, თვლიანი
სავალი ნაწილის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები კლასიფიცირდება: მუხლუხა, ნახევრადმუხლუხა და თვლიანი.
# 1575
რომელ ძრავაში გამოიყენება ანთების ბატარეული სისტემა?
1კარბურატორიან ძრავებში
2ჰიდრავლიკურ ძრავებში
3დიზელის ძრავებში
4ელექტრო ძრავებში
ანთების ბატარეული სისტემა გამოიყენება კარბურატორიან ძრავებში.
# 1576
რომელი მექანიზმი გამოიყენება შიგაწვის ძრავებში?
1აირგამანაწილებელი მექანიზმი
2ზეთის გამანაწილებელი მექანიზმი
3სათბობგამანაწილებელი მექანიზმი
4წყლის გაგრილების მექანიზმი
შიგაწვის ძრავებში გამოიყენება აირგამანაწილებელი მექანიზმი.
# 1577
მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორც:
1უფრო მეტს ვიდრე სინამდვილეშია
2უფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია
მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორცუფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია.