ქულების სისტემა
ა) „პარალელური პარკირება“
საგამოცდო ელემენტის შესრულებისას სავალდებულოა დაცულ იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
- ა.ა) პარკირებაში შესვლისას ავტომობილმა არ უნდა გადაკვეთოს გარეთ ,წინ და მარჯვნივ არსებული ხაზები და სადგარები; ( 10 ქულა)
- ა.ბ) პარკირებიდან გამოსვლისას ავტომობილმა არ გადაკვეთოს და შეეჯახოს მონიშვნებს და სადგარებს; (15 ქულა)
- ა.გ) შ–„პარალელური პარკირების“ უბანში გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მთლიანად მოექცეს შემოსაზღვრული უბნის შიდა არეალში; (20 ქულა)
- ა.დ)პარკირების დასრულების შემდგომ მის გამოსვლამდე სავალდებულოა ავტომობილის ხელის მუხრუჭის გამოყენება; (15 ქულა)
ბ) „ზიგზაგი“
საგამოცდო ელემენტის შესრულებისას სავალდებულოა დაცულ იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
- ბ.ა) საგამოცდო ელემენტის შესრულება უნდა დაიწყოს შუაში არსებული პირველი მონიშვნის (სადგარის) მარცხენა მხრიდან შემოვლით; (15 ქულა)
- ბ.ბ) საგამოცდო ელემენტის შესრულებისას ავტომობილმა უნდა იმოძრაოს ზიგზაგურად, შუაში არსებულ მონიშვნებს (სადგრებს) შორის; ( 15 ქულა)
- ბ.გ) „ზიგზაგში“ მოძრაობა უნდა განხორციელდეს ელემენტის საზღვრების (მონიშვნების) ფარგლების გადაკვეთის ან/და მათთან შეჯახების გარეშე; (15 ქულა)
- ბ.დ) საგამოცდო ელემენტის დაწყებიდან მის დასრულებამდე არ უნდა შეწყდეს (გაჩერდეს) დასახული მიმართულებით ავტომობილის მოძრაობა; (10 ქულა) (15 ქულა ჩაქრობა)
- ბ.ე) საგამოცდო ელემენტის შესრულებისას აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა; ( 10 ქულა)
გ) ჩიხი („მოძრაობის მიმართულების შეცვლა“)
საგამოცდო ელემენტის შესრულებისას სავალდებულოა დაცულ იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
- გ.ა) ელემენტის შესრულება უნდა დაიწყოს წინა მარჯვენა მხრიდან;(15 ქულა)
- გ.ბ) წინ მიმართულებით მოძრაობა უნდა განხორციელდეს სიჩქარის გადაცემათა ერთჯერადი გადართვით; (15 ქულა)
- გ.გ) უკან მიმართულებით მოძრაობა უნდა განხორციელდეს სიჩქარის გადაცემათა ერთჯერადი გადართვით; (15 ქულა)
- გ.დ) ელემენტი უნდა შესრულდეს შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან/და მათთან შეჯახების გარეშე; (20 ქულა)
დ) „გარაჟი “ (უკუსვლით პარკირება)
საგამოცდო ელემენტის შესრულებისას სავალდებულოა დაცულ იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
- დ.ა) უკუსვლით გადაცემის სიჩქარეში გადართვის შემდგომ, ავტომობილი არ უნდა დაგორდეს საპირისპიროდ 30-სმზე მეტ მანძილზე; ( 10 ქულა)
- დ.ბ) გარაჟში ავტომობილის უკუსვლით შესვლა უნდა განხორციელდეს უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით; (15 ქულა)
- დ.გ) გარაჟში გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მთლიანად მოექცეს შიდა არეალში.გარაჟიდან გამოსვლა უნდა განახორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ,რაც იგი მთლიანად მოექცევა გარაჟის არეალში; (15 ქულა)
- დ.დ) გარაჟში ხაზის გადაკვეთა ( 20 ქულა)
ე) „რვიანი“
საგამოცდო ელემენტის შესრულებისას სავალდებულოა დაცულ იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
- ე.ა) მოძრაობას ვიწყებთ მარჯვენა მხრიდან მარჯვენა მხრიდან; (15 ქულა)
- ე.ბ) არასწორი მხრიდან გამოსვლა . მოკლე წრე (15 ქულა)
- ე.გ) გაჩერება (5 ქულა) (15 ქულა ჩაქრობა)
- ე.დ) ხაზის გადაკვეთა,გარე ჯიხზე შეჯახება (15 ქულა)
- ე.ე) რვიანში უკუსვლა (15 ქულა)
ვ) „აღმართიანი უბანი“ („აღმართი“)
ელემენტის შესრულებისას სავალდებულოა დაცულ იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
- ვ.ა) ავტომობილი უნდა გაჩერდეს აღმართზე „სდექ“ ხაზთან (მაგრამ არანაკლებ ხაზამდე ერთი მეტრისა); (20 ქულა თუ გადაკვეთა არაუმეტეს 1 მეტრისა)
- ვ.ბ) „სდექ“ ხაზიდან დაძვრისას, ავტომობილი არ უნდა დაგორდეს უკან 20 სმ-ზე მეტ მანძილზე; (10 ქულა)
პრაქტიკული გამოცდის მსვლელობისას დაცული უნდა იქნეს ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული შემდეგი მოთხოვნები:
- ა) მძღოლობის კანდიდატს გამოცდის დაწყებიდან მის დასრულებამდე არ უნდა გამოერთოს ავტომობილის ძრავი; (15 ქულა)
- ბ) მძღოლობის კანდიდატს გამოცდის დაწყებიდან მის დასრულებამდე შეკრული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ღვედი; 5 ქულა
- გ) ავტომობილმა არ უნდა იმოძრაოს აწეული ხელის მუხრუჭით;( ყოველ 4 მეტრზე 15 ქულა)
- დ) გამოცდის მსვლელობისას, მძღოლობის კანდიდატს არ უნდა დაუგორდეს ავტომობილი; ( 10 ქულა)
- ე) გამოცდის მსვლელობისას ელემენტების პარალელური პარკირებისა და აღმართზე მოძრაობის გარდა, არ უნდა იქნეს გამოყენებული ხელის მუხრუჭი; (15 ქულა)
- ვ) მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეასრულოს გამოცდით განსაზღვრული ყველა საგამოცდო ელემენტი;
- ზ) საგამოცდო მოედანზე შუქნიშნის არსებობის შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატი უნდა დაემორჩილოს მის მოთხოვნებს; (20 ქულა)
- თ) მთელი გამოცდის მსვლელობისას ავტომობილმა უნდა იმოძრაოს მდორედ (ძიგ-ძიგის გარეშე).
საგამოცდო ელემენტები უნდა შესრულდეს თანმიმდევრულად, ავტომობილში დამონტაჟებული ელექტრონული სისტემის ხმოვანი სიგნალის ან გამომცდელის მითითების შესაბამისად, ამასთან გამომცდელის მითითების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება გამომცდელის მითითებას.