ნებისმიერი კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
პირადობის მოწმობა;
კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდის
დამადასტურებელი ქვითრები.
(მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების საფასური - 40 ლარი;
მართვისმოწმობის საფასური - 15 ლარი);
სატრანსპორტო საშუალების იმ კატეგორიის შესაბამისი სწავლების დამადასტურებელი მოწმობა,
რომელზეც გავლილია პროფესიული მომზადება ან გადამზადება ('A' და 'B' კატეგორიის სატრანსპორტო
საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად დასაშვებია მძღოლობის კანდიდატთა დამოუკიდებელი მომზადება).
არასრულწლოვანი მოქალაქისთვის (17 წლის) წარსადგენი დოკუმენტები:
განცხადება (ივსება ადგილზე);
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
პირადობის მოწმობა;
დაბადების მოწმობის დედანი (ან ასლი ნოტარიულად დამოწმებული);
მშობელი (ან მშობლის თანხმობა ნოტარიულად დამოწმებული);
საჯარო სკოლის მოწმობა ან ავტოსკოლის მოწმობა;
საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (პირველადი დაშვების საფასური - 15 ლარი).
სტუდენტის სტატუსის მქონე მოქალაქისთვის(18 წლის) წარსადგენი დოკუმენტები:
განცხადება (ივსება ადგილზე);
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
პირადობის მოწმობა (ID ბარათი, სტუდენტის სტატუსით);
საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (პირველადი დაშვების საფასური - 15 ლარი).
კანდიდატს საშუალება აქვს გამოცდისთვის განკუთვნილი ტესტი სასურველ ენაზე ჩააბაროს, მათ შორის: ქართულ, აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენაზე.
თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კანდიდატს საშუალება აქვს 30 დღის განმავლობაში, 7 დღეში ერთხელ გავიდეს პრაქტიკულ გამოცდაზე (ფასიანი გასვლა ულიმიტოა), ხოლო თეორიულ გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში, განმეორებით გამოცდაზე დაიშვება 7 დღის შემდეგ, საფასურის თავიდან გადახდის შემთხვევაში.