ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი მსჯელობაა სწორი? გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც დადგა იმის გამო, რომ ზედნადებში არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი მონაცემები:
1ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებისა და შეფუთვის სახის შესახებ, აგრეთვე საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნების შესახებ
2გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯების შესახებ (გადაზიდვის ფასი, დამატებით ხარჯების, იმპორტის გადასახადები და სხვა ხარჯები, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 675-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც დადგა იმის გამო, რომ არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი 674-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ", "დ", "ე", "ვ", "ზ", "თ" და "კ" ქვეპუნქტებში აღნიშნული მონაცემები. ხოლო ამავე კოდექსის 674-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად ზედნადები უნდა შეიცავდეს მონაცემებს ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახის, საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნის შესახებ.
# 1681
თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრულია ტვირთის მიტანის კონკრეტული ვადა, ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებად ითვლება, როცა:
1ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებული ვადის გასვლიდან არანაკლებ 30 კალენდარული დღისა
2ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებულ ვადაში
3ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებული ვადის გასვლიდან არანაკლებ 15 სამუშაო დღისა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 688-ე მუხლის თანახმად ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებად ითვლება, როცა ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებულ ვადაში, ან, თუ ვადა არ იყო დათქმული, - გადასაზიდად საჭირო ჩვეულებრივ დროში - იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია ნაწილ-ნაწილ დატვირთვისას ამ ნაწილების შესაკრებად აუცილებელი დროის განსაზღვრასთან, თუ დარღვეულია ვადა, რომელიც წინდახედულ გადამზიდველს უნდა დაეცვა ჩვეულებრივ შემთხვევებში.
# 1682
თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის ტვირთის მიტანის კონკრეტული ვადა, ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებად ითვლება, როცა:
1ტვირთი არ არის მიტანილი გადასაზიდად საჭირო ჩვეულებრივ დროში - იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია ნაწილ-ნაწილ დატვირთვისას ამ ნაწილების შესაკრებად აუცილებელი დროის განსაზღვრასთან, თუ დარღვეულია ვადა, რომელიც წინდახედულ გადამზიდველს უნდა დაეცვა ჩვეულებრივ შემთხვევებში
2ტვირთი არ არის მიტანილი გამოგზავნიდან ერთი კალენადრული წლის განმავლობაში
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 688-ე მუხლის თანახმად ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებად ითვლება, როცა ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებულ ვადაში, ან, თუ ვადა არ იყო დათქმული, - გადასაზიდად საჭირო ჩვეულებრივ დროში - იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია ნაწილ-ნაწილ დატვირთვისას ამ ნაწილების შესაკრებად აუცილებელი დროის განსაზღვრასთან, თუ დარღვეულია ვადა, რომელიც წინდახედულ გადამზიდველს უნდა დაეცვა ჩვეულებრივ შემთხვევებში.
# 1683
თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრულია ტვირთის მიტანის კონკრეტული ვადა, უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად, თუ:
1ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან 20 დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე
2ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან 30 დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე
3ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 688-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად, თუ ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან ოცდაათი დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან სამოცი დღის შემდეგ.
# 1684
თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის ტვირთის მიტანის კონკრეტული ვადა, უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად:
1გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან არაუმეტეს 50 დღის განმავლობაში
2გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან არანაკლებ ერთი წლის შემდეგ
3გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან 60 დღის შემდეგ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 688-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად, თუ ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან ოცდაათი დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან სამოცი დღის შემდეგ.
# 1685
თუ გამგზავნი გზავნის საფრთხეშემცველ ტვირთს, მაშინ იგი ვალდებულია:
1ტვირთის გადაზიდვის პირობები წინასწარ შეათანხმოს საგადასახადო ორგანოსთან
2შეასრულოს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა პირობა
3გადამზიდველს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია და გააფრთხილოს ამ ტვირთის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი - დააზღვიოს ეს ტვირთი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 691-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გამგზავნი გზავნის საფრთხეშემცველ ტვირთს, მაშინ იგი ვალდებულია გადამზიდველს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია და გააფრთხილოს ამ ტვირთის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი - დააზღვიოს ეს ტვირთი. თუ ეს ვალდებულება არ არის შეტანილი ზედნადებში, მაშინ გამგზავნსა და მიმღებს ევალებათ სხვა საშუალებებით დაამტკიცონ, რომ გადამზიდველმა ზუსტად იცოდა ტვირთის სახეობა და მოსალოდნელი საფრთხე.
# 1686
გადამზიდველს შეუძლია ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას გადმოცალოს, მოსპოს ან გააუვნებელყოს ტვირთი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების გარეშე, თუ:
1აღნიშნული ტვირთი არის საფრთხის შემცველი, რომლის საფრთხის შესახებაც გამგზავნის მიერ ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო მან არაფერი იცოდა
2არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამგზავნი დროულად ვერ უზრუნველყობს ტვირთის გადაზიდვის ღირებულების გადახდას
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 691-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფრთხეშემცველი ტვირთი, რომლის საფრთხის შესახებაც გამგზავნის მიერ ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო გადამზიდველმა არაფერი იცოდა, გადამზიდველს შეუძლია ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას გადმოცალოს, მოსპოს ან გააუვნებელყოს იგი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების გარეშე; გამგზავნი ასევე აგებს პასუხს ამ ტვირთის გადასაზიდად გადაცემით ან გადაზიდვებით გამოწვეული ზიანისა და ხარჯებისათვის.
# 1687
თუ გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისათვის აანაზღაუროს ზიანი, მაშინ ზიანის ანაზღაურება გამოითვლება:
1ტვირთის გადაცემის ადგილსა და დროს მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით
2ტვირთის გადაზიდვის დაწყებიდან მის დასრულებამდე პერიდოში დაფიქსირებული ანალოგიური სახეობის ტვირთის მაქსიმალური ფასის მიხედვით
3ტვირთის მიმღებისათვის გადაცემის ადგილსა და დროისათვის მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 692-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისათვის აანაზღაუროს ზიანი, მაშინ ზიანის ანაზღაურება გამოითვლება ტვირთის გადაცემის ადგილსა და დროს მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით.
# 1688
თუ მიმღები მიიღებს ტვირთს ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს გადამზიდველთან ერთად და არ უყენებს გადამზიდველს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ:
1მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა ზედნადებში მითითებულ მდგომარეობაში
2მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა მისი მდგომარეობის განუსაზღვრელად
3მიმღებმა ტვირთი არ ჩაიბარა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 698-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიმღები მიიღებს ტვირთს ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს გადამზიდველთან ერთად და არ უყენებს გადამზიდველს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა ზედნადებში მითითებულ მდგომარეობაში.
# 1689
ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება:
1ტვირთის გამოგზავნის დღიდან
2ტვირთის დაკარგვის ან დაზიანების დღიდან, ხოლო ვადის გადაცილების შემთხვევაში - ტვირთის ჩაბარებისათვის დადგენილ დღიდან
3მიმღების მიერ განხორციელებული რეკლამაციის (პრეტენზიის) დღიდან
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას - მისი გამოგზავნის დღიდან.
# 1690
განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას, გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს:
1სამ წელს
2ხუთ წელს
3ორ წელს
4ერთ წელს
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის თანახმად, ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს.
# 1691
ტვირთის მთლიანად დაკარგვისას გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება:
1გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან ოთხმოცდამეათე დღეს
2გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის ოცდამეათე დღიდან ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან მესამოცე დღეს
3გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის მესამოცე დღიდან ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება ტვირთის მთლიანად დაკარგვისას - გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის ოცდამეათე დღიდან ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან მესამოცე დღეს.
# 1692
თუ გადაზიდვა ერთი ხელშეკრულებით ხორციელდება ერთმანეთის მიმდევარი სხვადასხვა გადამზიდველების მიერ, თითოეული მათგანი პასუხს აგებს:
1ნაწილობრივ, მხოლოდ, მის მიერ განხორციელებული გადაზიდვისათვის
2მთლიანი გადაზიდვის განხორციელებისათვის
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 701-ე მუხლის თანახმად, თუ გადაზიდვა ერთი ხელშეკრულებით ხორციელდება ერთმანეთის მიმდევარი სხვადასხვა გადამზიდველების მიერ, თითოეული მათგანი პასუხს აგებს მთლიანი გადაზიდვის განხორციელებისათვის.
# 1693
ვალდებულია თუ არა გადამზიდველი, რომელიც წინა გადამზიდველისაგან იღებს ტვირთს, გადასცეს ტვირთის მიღების დამადასტურებელი ვადამითითებული და მის მიერ ხელმოწერილი საბუთი?
1არ არის ვალდებული
2ვალდებულია
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 702-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადამზიდველი, რომელიც წინა გადამზიდველისაგან იღებს ტვირთს, ვალდებულია გადასცეს ტვირთის მიღების დამადასტურებელი ვადამითითებული და მის მიერ ხელმოწერილი საბუთი. ზედნადების მეორე პირზე მან უნდა მიუთითოს თავისი სახელი და მისამართი. საჭიროების შემთხვევაში ზედნადების მეორე პირში გადამზიდველს შეაქვს 676-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობები და ტვირთის მიღების დადასტურება.
# 1694
ბათილია თუ არა ყოველი შეთანხმება, რომლითაც გადამზიდველი ტვირთის დაზღვევიდან წარმოშობილ მოთხოვნებს თმობს?
1არ არის ბათილი
2ბათილია
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 708-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბათილია ყოველი შეთანხმება, რომლითაც გადამზიდველი ტვირთის დაზღვევიდან წარმოშობილ მოთხოვნებს თმობს, და ყოველი სხვა მსგავსი შეთანხმება, რომლითაც მტკიცების ტვირთი სხვა პირზე იქნება გადატანილი.
# 1695
თუ ავტომობილის მარჯვენა თვლები გადავიდა არამდგრადი და სველი საფარის მქონე გვერდულზე, მიზანშეწონილია:
1დამუხრუჭების გარეშე ავტომობილის მდორედ დაბრუნება გზის სავალ ნაწილზე
2სიჩქარის გაზრდა და ავტომობილის მიმართვა მარცხენა მხარეს
3ავტომობილის მკვეთრი დამუხრუჭება მის სრულ გაჩერებამდე
თუ ავტომობილის მარჯვენა თვლები გადავიდა არამდგრადი და სველი საფარის მქონე გვერდულზე, მიზანშეწონილია დამუხრუჭების გარეშე ავტომობილის მდორედ დაბრუნება გზის სავალ ნაწილზე.
# 1696
რა იგულისხმება, მძღოლის რეაქციის დროში?
1დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე
2აუცილებელი დრო აქსელერატორის სატერფულიდან მუხრუჭის სატერფულზე ფეხის გადატანისთვის
3დრო საფრთხის აღმოჩენიდან სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე
მძღოლის რეაქციის დროში იგულისხმება - დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე.
# 1697
ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ:
1ისე, როგორც რეალურადაა
2უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
3უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა.
# 1698
თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამო, გადასასვლელზე ნაწილობრივ შეზღუდულია მხედველობა, გადასავლელთან მოახლოებულ მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:
1მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითის არარსებობაში
2სიჩქარის შეუცვლელად, მიუხედავად გადასასვლელზე არსებული სიტუაციისა
3მხოლოდ ხმოვანი სიგნალის გამოყენების შემდეგ
თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამო, გადასასვლელზე ნაწილობრივ შეზღუდულია მხედველობა, გადასავლელთან მოახლოებულ მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითის არარსებობაში.
# 1725
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, ავტომობილის რომელი კვანძის გამართულობა უნდა შეამოწმოს მძღოლმა რეგულარულად?
1მხოლოდ საბურავების
2მხოლოდ გარე სანათი ხელსაწყოების
3ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა კვანძის
4მხოლოდ საჭის მართვის მექანიზმის
ავტომობილის მძღოლმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს როგორც საჭის მართვის მექანიზმის, ასევე საბურავების და გარე სანათი ხელსაწყოების გამართულობა.