სატვირთო ფურგონის სატვირთო განყოფილების საერთო ტევადობის გამოთვლისას, ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი პარამეტრი არ უნდა იქნას გათვალისწინებული?
1ფურგონის სატვირთო განყოფილების სიმაღლე
2ავტომობილის საერთო სიგრძე
3ფურგონის სატვირთო განყოფილების სიგანე
4ფურგონის სატვირთო განყოფილების სიგრძე
სატვირთო ფურგონის სატვირთო განყოფილების ტევადობის გამოთვლისას არ უნდა გავითვალისწინოთ ავტომობილის საერთო სიგრძე.
# 1727
ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს:
1სამუხრუჭე ხუნდების გაცვეთაზე
2მუხრუჭების არასათანადო რეგულირებაზე
3პნევმატური სამუხრუჭო სისტემიდან ჰაერის გაჟონვაზე
4პნევმატური სამუხრუჭო სისტემაში მომატებულ კონდესატის დონეზე
ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს სამუხრუჭო ხუნდების გაცვეთაზე.
# 1728
თუ ავტომობილი აღჭურვილია მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემით (ABS):
1მატულობს სამუხრუჭო სისტემის სიმძლავრე
2ასეთი ავტომობილი დამუხრუჭებისას უკეთ მართვადია
3მძღოლს შეუძლია დამუხრუჭება დაიწყოს მოგვიანებით, რადგან სამუხრუჭო მანძილი მცირდება
მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემით (ABS) აღჭურვილი ავტომობილი დამუხრუჭებისას უკეთ სამართავია.
# 1729
ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემებიდან, რომელი უფრო სწრაფად უზრუნველყოფს მუხრუჭების ამოქმედებას?
1კომბინირებული სამუხრუჭო სისტემა
2პნევმატიური სამუხრუჭო სისტემა
3მუხრუჭის ამოქმედების სიჩქარე არ არის დამოკიდებული სამუხრუჭო სისტემის კონსტრუქციაზე
4ჰიდრავლიკური სამუხრუჭო სისტემა
ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემებიდან, ავტომობილის მუხრუჭების უფრო სწრაფად ამოქმედებას უზრუნველყოფს ჰიდრავლიკური სამუხრუჭო სისტემა.
# 1730
სატვირთო ავტომობილზე ტვირთის მოთავსებისას გათვალისწინებული უნდა იქნას:
1ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა და გარემოება
2მხოლოდ ღერძზე დატვირთვასთან დაკავშირებული მოთხოვნები
3მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, ტვირთის გადაადგილების ალბათობა
4მხოლოდ სიმძიმის ცენტრის მდებარეობა
სატვირთო ავტომობილზე ტვირთის მოთავსებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც სიმძიმის ცენტრის მდებარეობა, ასევე ღერძზე დატვირთვასთან დაკავშირებული მოთხოვნები და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, ტვირთის გადაადგილების ალბათობა.
# 1737
როგორ გავლენას ახდენს სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა?
1დადებითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი აუმჯობესებს ხახუნის ძალას დისკსა და ხუნდებს შორის
2დისკებზე დიდი ოდენობის ჟანგის არსებობა გავლენას არ მოახდენს სამუხრუჭო სისტემის მუშაობაზე
3უარყოფითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას
სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა ახდენს უარყოფით გავლენას, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას.
# 1738
საავტომობილო ზეთი ნიადაგში მოხვედრისას:
1იწვევს ნიადაგისა და გრუნტის წყლების ხანგრძლივ დაბინძურებას
2მალევე ორთქლდება და არ აბინძურებს გარემოს
3იშლება წვრილ ნაწილაკებად, რის გამოც გავლენას არ ახდენს ეკოლოგიაზე
საავტომობილო ზეთი ნიადაგში მოხვედრისას იწვევს ნიადაგისა და გრუნტის წყლების ხანგრძლივ დაბინძურებას.
# 1739
როგორ უნდა გამოვითვალოდ ფურგონის ტიპის ავტომობილის სატვირთო განყოფილების მოცულობა?
1მისი გამოთვლა შეუძლებელია
2სატვირთო განყოფილების სიგრძე უნდა გავამრავლოთ მის სიგანეზე და სიმაღლეზე
3სატვირთო განყოფილების სიგრძე უნდა გავამრავლოთ მის სიგანეზე და სიმაღლის ნახევარზე
4სატვირთო ნაწილის სიმაღლე უნდა გავამრავლოთ მის ორმაგ სიგანეზე
ფურგონის ტიპის ავტომობილის სატვირთო განყოფილების მოცულობის გამოსათვლელად, სატვირთო განყოფილების სიგრძე უნდა გავამრავლოთ მის სიგანეზე და სიმაღლეზე.
# 1742
რა უნდა გვახსოვდეს მავნე ნივთიერებებისგან გარემოს დასაცავად?
1სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ძრავის ბრუნვის მაღალი სიჩქარით
2მოძრაობის დროის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ინტენსიური აჩქარებით და მკვეთრად დამუხრუჭებით
3უნდა მოვერიდოთ სატრანსპორტო საშუალების დგომას ჩართული ძრავით
განმარტება მალე დაემატება...
# 1743
იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ საწვავის გაზრდილი ხარჯი და მავნე ნივთიერებების მომატებული გამოყოფა, დროულად უნდა გამოვცვალოთ:
1მგზავრთა სალონის ვენტილაციის ფილტრი
2ძრავის ჰაერის ფილტრი
3საქარე მინის მინასაწმენდები
განმარტება მალე დაემატება...
# 1744
რას იწვევს საბურავებში რეკომენდებულ დონეზე ქვემოთ ჰაერის წნევის შემცირება?
1ამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას
2ზრდის საწვავის მოხმარებას
3ამცირებს საბურავების ცვეთას
განმარტება მალე დაემატება...
# 1745
როდის უნდა გავთიშოთ ძრავი საწვავის ეკონომიისა და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით?
1როდესაც შეფერხებული მოძრაობის პირობებში გვიწევს დიდი ხნით დგომა
2როდესაც ვმოძრაობთ დაღმართზე
3როდესაც ვჩერდებით "სდექ" ნიშანთან
განმარტება მალე დაემატება...
# 1746
სატრანსპორტო საშუალების რომელიმე აგრეგატიდან გამოჟონილი ზეთი:
1ნიადაგზე მოხვედრის შემთხვევაში ანოყიერებს მას
2ზეგავლენას არ ახდენს გარემოზე
3აბინძურებს გარემოს
განმარტება მალე დაემატება...
# 1747
რა უნდა გვახსოვდეს სატრანსპორტო საშუალების საწვავით გამართვისას?
1შესაძლებლობის შემთხვევაში საწვავის ავზი უნდა შევავსოთ კიდემდე
2საწვავით გამართვისას სატრანსპორტო საშუალების ძრავი უნდა მუშაობდეს უქმ სვლაზე
3არ უნდა განვაგრძოთ საწვავის ჩასხმა მას შემდეგ, რაც საწვავის ავზის გავსების შედეგად ჩასასხმელი მოწყობილობა (პისტოლეტი) ავტომატურად გაითიშება
განმარტება მალე დაემატება...
# 1748
რა შეიძლება გამოიწვიოს გამოსაბოლქვი სისტემის გაუმართაობამ?
1საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა
2გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობის ზრდა
3მოხმარებული საწვავის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება
განმარტება მალე დაემატება...
# 1749
როგორ არის შესაძლებელი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის შემცირება?
1უნივერსალური საბურავების გამოყენებით
2ძრავის ჰაერის ფილტრის მოხსნით
3სატრანსპორტო საშუალების ძრავის დაბალი ბრუნვის სიჩქარით მართვის
განმარტება მალე დაემატება...
# 1750
სად უნდა განხორციელდეს გამოყენებული ზეთების, საცხებ-საპოხი სითხეების და აკუმულატორების გადატანა მათი განადგურების მიზნით?
1გადამამუშავებელ ცენტრებში
2საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელზე
3დასახლებული პუნქტიდან მოშორებით
განმარტება მალე დაემატება...
# 1751
როგორ უნდა შევამციროთ საწვავის ხარჯი თანაბარი სიჩქარით მოძრაობისას?
1ვმართოთ სატრანსპორტო საშუალება მაქსიმალური სიჩქარით
2გამოვიყენოთ კრუიზკონტროლი, რომელიც თავად არეგულირებს მოძრაობის სიჩქარეს
3ვმართოთ სატრანსპორტო საშუალება მინიმალური სიჩქარით
განმარტება მალე დაემატება...
# 1752
როგორი რეჟიმით მოძრაობა იწვევს საწვავის მოხმარების შემცირებას?
1მოძრაობა ძრავის ბრუნვის დაბალი სიჩქარით
2მოძრაობა ძრავის ბრუნვის მაღალი სიჩქარით
განმარტება მალე დაემატება...
# 1753
თქვენ გიწევთ მოცდა რკინიგზის გადასასვლელის დაკეტილ შლაგბაუმთან. როგორ იზრუნებთ საწვავის მოხმარების შემცირებასა და გარემოს დაცვაზე?